ასტრონავტებმა სუპერკომპიუტერები და ანტენების საერთაშორისო ქსელი გამოიყენეს, რათა შესანიშნავი რუკა შეექმნათ.
თითქმის, ყველა გალაქტიკის ცენტრში არის გიგანტური შავი ხვრელი. ადგილი, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ გაურბის მის მიზიდულობას.
იმის გამო, რომ შავი ხვრელები სინათლეს არ ასხივებს, მათი დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია. თუმცა, მათი არსებობის აღმოჩენა რადიო სიგნალებით არის შესაძლებელი.
ამჯერად, ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა ეს სიგნალები 25 000-იანი ზემასიური შავი ხვრელების რუკის შესაქმნელად გამოიყენა.
სუპერმასიური შავი ხვრელები
სუპერმასიური შავი ხვრელები, ჩვენთვის ცნობილი, ხვრელების უდიდესი ტიპია. მათ შორის ყველაზე დიდი ხვრელის მასა 66 მილიარდით აღემატება მზეს.
ამ შავი ხვრელების რუკაზე გადასატანად ასტრონავტებს რადიოტელესკოპის Low Frequency Array (LOFAR)-ის მონაცემების გამოყენება დასჭირდათ. ეს ქსელი 20 000 ანტენისგან შედგება, რომლებიც დასავლეთ ევროპაშია მიმოფანტული.
LOFAR-ის ქსელი ჩრდილოეთის ცას 256 საათის განმავლობაში აკვირდებოდა და რადიოსიგნალებს იწერდა. თუმცა, ეს სიგნალები დედამიწის ატმოსფეროს ერთ-ერთი ფენის – იონოსფეროს მიერ იქნა დამახინჯებული.
„ეს იმას ჰგავს, როცა თქვენ სამყაროს დანახვას ცდილობთ აუზში, როდესაც მაღლა იხედებით, წყალზე არსებული ტალღები სინათლის სხივებს აისხლეტს და ხედს ამახინჯებენ.“
რეინაუტ ვან უერენი, მკვლევარი
გადამრჩენი სუპერკომპიუტერები
ასტრონომებმა, ამ ცვლილების გამოსასწორებლად, ალგორითმები შეიმუშავეს. ალგორითმებმა ყოველ 256 საათის განმავლობაში თითოეულ 4 წამში შესწორებები შეიტანეს.
„ეს არის ძალიან რთულ მონაცემებზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. ჩვენ მოგვიწია, რომ რადიოსიგნალების ცის გამოსახულებაში გარდასახის ახალი მეთოდები შეგვექმნა.“
ფრანჩესკო დე გასპერინი, მკვლევარი
25 000 შავი ხვრელი შესაძლოა ბევრი მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს რუკა ჩრდილოეთ ცის მხოლოდ 4%-ს მოიცავს.
წყარო: freethink.com
Loading…