in ,

2021 წლის სრულად დაფინანსებული 2000 სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის

საერთაშორისო სტიპენდია, რომელზეც აპლიკაციების მიღება 2021 წლის აპრილიდან იწყება, თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქისთვისაა განკუთვნილი. უნივერსიტეტები გვთავაზობენ სრულად დაფინანსებულ სასწავლო კურსებს – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და ვირტუალური პროგრამებისთვის.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა განაცხადების შესავსებად კანადაში, ტაილანდში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, აზერბაიჯანში, ახალ ზელანდიაში, აშშ-სა და მრავალ სხვა სახელმწიფოში.

კურსების ფართო სპექტრი ხელმისაწვდომია ყველა პროგრამაზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ  მათი უმეტესობა სწავლების სრულ განაკვეთზეა გათვლილი. ნახევარგანაკვეთიანი კურსები ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი. ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ ალბერტას უნივერსიტეტის სტიპენდიები 2021 წელს კანადაში ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე, რომლებიც სრულად ფინანსდება.

#1 – ირლანდიის სახელმწიფო სტიპენდიები

ირლანდიის მთავრობა გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს სტუდენტების (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა), კურსდამთავრებულებისა და დოქტორანტურისათვის. მთავრობა დაფარავს თქვენს ყველა ხარჯს. კურსების ფართო არჩევანი ასევე ხელმისაწვდომია სრულ განაკვეთზე სწავლის მსურველთათვის.

  • ქვეყანა: ირლანდია
  • მასპინძელი უნივერსიტეტები: სხვადასხვა
  • სასტიპენდიო პროგრამები: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
  • სტიპენდიის კატეგორია: სრულად დაფინანსებული
  • მიღების ბოლო ვადა: 26 მარტი, 2021
  • სრული ინფორმაცია: https://currentissues.pk/ireland-government-scholarships/

#2 აზერბაიჯანის სახელმწიფო სტიპენდიები

სამთავრობო სტიპენდია აზერბაიჯანში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის. სრულად დაფინანსებული სტიპენდიები ყველა ეროვნებისთვის სხვადასხვა მიმართულებაზე. 

  • ქვეყანა: აზერბაიჯანი
  • მასპინძელი უნივერსიტეტები: სხვადასხვა
  • სასტიპენდიო პროგრამები: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
  • სტიპენდიის კატეგორია: სრულად დაფინანსებული
  • მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2021
  • სრული ინფორმაცია: https://currentissues.pk/azerbaijan-government-scholarships/

#3 „ბონდის“ უნივერსიტეტის სტიპენდია ავსტრალიაში

ავსტრალიის უნივერსიტეტის სტიპენდიები ყველა ეროვნებისთვის – დოქტორანტურაზე. პროგრამა არის სრულად დაფინანსებული. აპლიკაციის შევსება საჭირო არ არის, თუ თქვენ ფლობთ შეთავაზების ე.წ offer letter-ს.

  • ქვეყანა: ავსტრალია
  • მასპინძელი უნივერსიტეტები: „ბონდის“ უნივერსიტეტი
  • სასტიპენდიო პროგრამები: დოქტორანტურა
  • სტიპენდიის კატეგორია: სრულად დაფინანსებული
  • მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2021
  • სრული ინფორმაცია: https://currentissues.pk/bond-university-scholarships/

#4 ბირმინგემის უნივერსიტეტის სტიპენდიები, დიდი ბრიტანეთი

უნივერსიტეტი გთავაზობთ სამაგისტრო / კურსდამთავრებულთა პროგრამებს უცხოელი სტუდენტებისათვის. არის სრულად დაფინანსებული სტიპენდიები და სრულ-განაკვეთიანი სწავლა კამპუსში.

  • ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • მასპინძელი უნივერსიტეტები: ბირმინგემის უნივერსიტეტი
  • სასტიპენდიო პროგრამები: სამაგისტრო / კურსდამთავრებულთა
  • სტიპენდიის კატეგორია: სრულად დაფინანსებული
  • მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2021
  • სრული ინფორმაცია: https://currentissues.pk/university-of-birmingham-scholarships/

#5 ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიები

ედინბურგის უნივერსიტეტის ონლაინ სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში. ვირტუალური სტიპენდიები სრულად ფინანსდება სამაგისტრო პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტისთვის.

  • ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • მასპინძელი უნივერსიტეტები: ედინბურგის უნივერსიტეტი
  • სასტიპენდიო პროგრამები: სამაგისტრო / კურსდამთავრებულთა
  • სტიპენდიის კატეგორია: სრულად დაფინანსებული
  • მიღების ბოლო ვადა: 1 ივნისი, 2021
  • სრული ინფორმაცია: https://currentissues.pk/university-of-edinburgh-online-scholarships/

ამავე თემაზე: სხვა სტატიები

2021 წლის სრულად დაფინანსებული პროგრამები და სტიპენდიები კანადაში

2021 წლის სრულად დაფინანსებული სტიპენდიებისა და სტაჟირებების ჩამონათვალი

2000 სტიპენდია გერმანიაში სრული დაფინანსებით სწავლისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

27 თებერვალს საქართველოში „ხაჭაპურის დღე“ აღინიშნება

შავი ხვრელები

25 000 სუპერმასიური შავი ხვრელი – მეცნიერებმა გიგანტური რუკა შექმნეს