in ,

BARS – რეპის მოყვარულთათვის Facebook-მა TikTok-ის მსგავსი აპლიკაცია შემოგვთავაზა

Facebook-მა ექსპერიმენტული აპლიკაცია BARS შემოგვთავაზა, რომლის გამოყენებაც რეპის მოყვარულებზეა გათვლილი. აპლიკაცია საშუალებას აძლევს რეპერებს, შექმნან და გააზიარონ თავიანთი მუსიკა პროფესიონალურად შექმნილი „ბითების“ გამოყენებით.

BARS-ს ასევე შეუძლია, ავტომატურად შემოგთავაზოთ ლექსები ტექსტების წერისას და გთავაზობთ სხვადასხვა აუდიო და ვიზუალურ ფილტრებს ვიდეოების შესაქმნელად.

აპლიკაციით 1-წუთიანი ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ. საინტერესოა ისიც, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ „გამოწვევის“ რეჟიმით და BARS-ის მიერ ავტომატურად შერჩეული სიტყვებით გარეპოთ.

ვიცით, რომ ხმის ჩამწერი სტუდიებზე წვდომა შეზღუდულია, ასეთი აპლიკაცია კი ხელს შეუწყობს მონდომებულ რეპერებს თავიანთი საქმის რეალიზებაში. გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ შეაჩერა ცოცხალი წარმოდგენები, სადაც ხშირად ვქმნით და ვუზიარებთ ჩვენს ნამუშევრებს…

განმარტავს NPE გუნდის წევრი DJ Iyler

BARS-ის დიზაინი TikTok-ს მოგვაგონებს. ვიდეოები ვერტიკალურად მოცემული ფიდის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

BARS -ის ბეტავერსია ჯერჯერობით მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

წყარო: techcrunch.com

მსგავს თემაზე

ინსტაგრამი Tiktok-ს ჰბაძავს – სთორების ვერტიკალურად ნახვის ახალი ფუნქცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

იტალიური კოსმეტიკის ბრენდი KIKO MILANO მალე საქართველოში იქნება

გიგანტური ზომის ორმოები მარსის ზედაპირზე – NASA-ს აღმოჩენა