in , ,

ლიტერატურის უდიდეს ნაწარმოებებს მათემატიკური სტრუქტურა აქვს – კვლევა

პოლონეთის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების თანახმად, ლიტერატურის უდიდეს ნაწარმოებებს საერთო მათემატიკური სტრუქტურა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფრაქტალებია.

მკვლევრებმა 100-მდე ლიტერატურული ნაწარმოები შეისწავლეს, მათ შორის „ფინეგანის სამძიმარი“, ასევე დიკენსის, შექსპირის, დიუმას, ტომას მანის, უმბერტო ეკოს, სემუელ ბეკეტის, ჰენრი ჯეიმსისა და სხვების ტექსტები.

მეცნიერების მიგნება კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ნაწარმოებებში გამოვლენილი მათემატიკური თანმიმდევრობა, ფრაქტალების მსგავსად, სტრუქტურირებული.

„ყველა შესწავლილმა ნაწარმოებმა, წინადადების სიგრძის თვალსაზრისით, მსგავსება გამოავლინა. ზოგი მათგანი უფრო მჭევრმეტყველური იყო. – აქ ჰენრი ჯეიმსის “ელჩები” გამოირჩევა – იმ დროს, როცა სხვები უკიდურესად ექსტრემალური იყო. მაგალითისთვის, მე-17 საუკუნის ფრანგული რომანები “Artamene ou le Grand Cyrus”. თუმცა კორელაციები აშკარაა და, შესაბამისად, ტექსტებიც ფრაქტალური.“

პაველ ოსვენციმკა, პოლონეთის მეცნიერების აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დოქტორი

შესწავლილი ნაწარმოებებიდან ყველაზე კომპლექსური ჯოისის „ფინეგანის სამძიმარი“ აღმოჩნდა. ეს ირლანდიელი მწერლის ლეგენდარული და ფინალური რომანია. ის მკითხველებსა და ლიტერატურათმცოდნეებს, თითქმის, ერთი საუკუნის განმავლობაში აღაფრთოვანებდა. ნაწარმოები ხშირად განიხილებოდა, როგორც ერთგვარი სარკე ან წინასწარმეტყველება ცნობიერების იმ რღვევისა, რომელიც კაცობრიობამ მე-20 საუკუნეში განიცადა.

„ფინეგანის სამძიმარი“ კომპლექსური „მულტიფრაქტალი“ ან ფრაქტალების ფრაქტალი აღმოჩნდა, რომელიც სხვა შესწავლილ ნაწარმოებებს მათემატიკური სირთულით აღემატება.

სხვა უფრო ნაკლებ რთული სტრუქტურის მქონე მულტიფრაქტალური სტრუქტურის მქონე ნაწარმოებებია: დეივ ეგერსის „საოცარი გენიოსი“, ხულიო კორტასარის „კლასობანა“, ჯონ დონ პასოსის „ამერიკის ტრილოგია“, ვირჯინია ვულფის „ტალღები“, რობერტო ბოლანოს „2666“ და რა თქმა უნდა, ჯეიმზ ჯოისის „ულისე“.

მკვლევრების თანახმად, ცნობიერების ნაკადის მწერლებმა, ფრაქტალები და მულტიფრაქტალები გაცილებით უფრო ადრე აღმოაჩინეს,  ვიდრე ეს მეცნიერებმა შეძლეს.

წყარო: ultraculture.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გიგანტური ზომის ორმოები მარსის ზედაპირზე – NASA-ს აღმოჩენა

არქეოლოგებმა პომპეის მახლობლად საზეიმო ეტლი აღმოაჩინეს