2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, პანდემიის დამსახურებით, TikTok-მა თავისი პოპულარობის მწვერვალს მიაღწია.
2021 წლის TikTok-ის ტრენდები ძირითადად პოზიტიური ხასიათისაა. ბრენდებისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა TikTok-ის მარკეტინგული შესაძლებლობები უკეთ გაიაზრონ. განსაკუთრებით იმ ბრენდებისთვის, რომლებიც უფრო ახალგაზრდა მოსახლეობის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
TikTok-ის 11 ძირითადი ტრენდი:
2021-ში მეტი ბრენდი და ინფლუენსერი გამოიყენებს TikTok-ს მარკეტინგისთვის
იმის გათვალისწინებით, რომ TikTok-ს ახლა უკვე ფორმალური სარეკლამო ქსელი აქვს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბევრი ბრენდი თავისი მარკეტინგისთვის ამაში ახალ შესაძლებლობებს დაინახავს.
Tribe Dynamics-ის კვლევის თანახმად, ინფლუენსერების 35% აღნიშნავს, რომ TikTok-ის უფრო ხშირი გამოყენება ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიწყეს.
ინფლუენსერების გაზრდილი რაოდენობა კი პლატფორმაზე ბრენდების მარკეტინგსაც გაზრდის.
TikTok-ს ჭკვიანი ალგორითმი აქვს, რომელიც მაყურებელს სწორად აწვდის შეთავაზებულ კონტენტს. ეს კი ბრენდებს, რეკლამებისა და ინფლუენსერების მეშვეობით, მომხმარებლებთან წვდომას უადვილებს.
სანამ COVID-19 არ დაგვტოვებს, მეტი ვიდეოები დაიდება Tik-Tok-ში იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება სახლში
პანდემიამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო დაუტოვა. TikTok-ი კი ამ თავისუფალი დროის შევსების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, კორონავირუსი 2021 წელსაც არ დაგვტოვებს და შესაბამისად, ადამიანებს დიდი დროის გატარება წელსაც სახლში მოუწევთ. ეს კი იმას ნიშნავ, რომ პლატფორმაზე ბევრი ვიდეო დაიდება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი შინ ყოფნისას.
TikTok-ი თაობა Gen Z-სთვის ტელევიზორს ჩაანაცვლებს
Statista-ს მონაცემების თანახმად, TikTok-ის აშშ-ის მომხმარებლები აპლიკაციაში, საშუალოდ, თვეში 500 წუთს ატარებენ.
მაშინ როცა უფროსი თაობა თავს ჯერ კიდევ ტელევიზორის ყურებით ირთობს. თაობა Gen Z-ის 98%-ზე მეტი წარმომადგენელი ფლობს სმარტფონს და შესაბამისად, სოციალურ მედიაშიც გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ტელევიზორის ეკრანებთან.
TikTok-ი ეპიზოდურ კონტენტს ახალისებს, რომლებიც მოკლე სატელევიზიო ეპიზოდის ეკვივალენტად შეიძლება, მივიჩნიოთ. თუმცა, ზოგი ტიკტოკერი პლატფორმაზე უფრო გრძელ ეპიზოდებს ქმნის.
უფრო მეტი ცნობილი ადამიანი გამოიყენებს TikTok-ს, იმისთვის რომ ახალგაზრდა ფანებს მიაწვდინონ ხმა
Cosmopolitan-ი 96 ცნობილი ადამიანის სიას აქვეყნებს, რომლებიც TikTok-ს იყენებენ და ისინი ნამდვილად არ არიან თაობა Gen Z-ის წარმომადგენლები.
ზოგი სიმღერა განსაკუთრებულად პოპულარული გახდება და უამრავ TikTok ვიდეოს გააფორმებს
მუსიკა TikTok ვიდეოების განუყრელი ნაწილი გახდა. აპლიკაციას მუსიკალური სტუდიების უმრავლესობასთან ხელშეკრულებებიც კი აქვს გაფორმებული, რათა მათი მუსიკალური კონტენტი გამოიყენონ.
TikTok-ზე სიმღერის მეშვეობით ვიდეოების მოძებნაც კი არის შესაძლებელი.
ეს ტრენდი 2021 წელსაც გაგრძელდება და, აპლიკაციის დამსახურებით, პოპულარულ სიმღერებს ბევრი ადამიანი გამოიყენებს.
ჰეშთეგ #memes პოპულარობა გაიზრდება
მიმების პოპულარობა სოციალურ ქსელში ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მილენიალებსა და თაობა Gen Z-ის შორის.
TikTok-ში ვიდეოს შემქმნელები ქმნიან მოკლე ვიდეოებს, სადაც საყვარელ მიმებს უსვამენ ხაზს.
ბრენდები და ინფლუენსერები მეტ ეპიზოდურ კონტენტს შექმნიან
ვიდეოს გავრცელებული სიგრძე აპლიკაციაში 15 წამია. ბრენდებმა და ინფლუენსერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შეუძლიათ, აუდიტორია ეპიზოდური კონტენტით მიიზიდონ. კონტენტით, რომელიც ერთმანეთს ებმის.
თუკი აუდიტორიას პირველი ვიდეოთი დააინტერესებთ, მაშინ ისინი გააგრძელებენ მის ყურებას.
ბრენდირებული ჰეშთეგები კიდევ უფრო პოპულარული გახდება TikTok-ში
ბრენდები ახლა უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ ჰეშთეგ გამოწვევების პოპულარობას და ქმნიან ისეთ ჰეშთეგებს, რომელიც მათ სამიზნე აუდიტორიას მიიზიდავს.
მთავარია, რომ ჰეშთეგ გამოწვევა სახალისო იყოს მიმდევრებისთვის და არ გამოიყურებოდეს, როგორც მარკეტინგული ხრიკი.
მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტი უფრო მნიშვნელოვანი გახდება მარკეტერებისთვის
ეს არის კონტენტი, რომელსაც ფანი ან მომხმარებელი ქმნის ბრენდისთვის. სხვადასხვა ბრენდი უკვე აქტიურად აძლევს ბიძგს მომხმარებლებს, იმისთვის რომ მათ TikTok-ზე მსგავსი ვიდეოები შექმნან.
ბრენდები ფანებთან მეტი ინტერაქტიულობისთვის უფრო მეტ დუეტს გამოიყენებენ
დუეტი არის TikTok-ის ერთ-ერთი ფუნქცია, რომლის დროსაც მომხმარებელი იღებს ვიდეოს და სხვებს აძლევს საშუალებას, რომ მსგავსი გადაიღონ და მისი ორიგინალი ვიდეოს გვერდით აჩვენონ.
ეს არის მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტისა და აპლიკაციის დუეტის ფუნქციის შერწყმა, რომელიც ბრენდებისთვის საკმაოდ წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს.
სოციალური კომერცია უფრო გავრცელებული იქნება TikTok-ზე
TikTok-ის ჰეშთეგ გამოწვევის ფუნქცია ბრენდებს ასევე საშუალებას აძლევს, დასპონსორებული ჰეშთეგ გამოწვევა ჩაუშვან აპლიკაციაში.
ეს კი სოციალურ კომერციას ბრენდებსა და სამიზნე აუდიტორიას შორის უფრო ეფექტურს გახდის.
წყარო: influencermarketinghub.com
Loading…