in , ,

ოპტიკური ილუზია თუ მფრინავი გემი – ამბები კორნიშის სანაპიროდან

ინგლისის სანაპიროზე დევიდ მორისმა იშვიათი ოპტიკური ილუზია შენიშნა, რომელიც მან ფოტოზე ასახა.

BBC-ის მეტეოროლოგი დევიდ ბრეინი აცხადებს, რომ ეს განსაკუთრებული მირაჟის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელიც ატმოსფერული პროცესების – ცივი და თბილი ჰაერის მასების ინვერსიის შედეგად ჩნდება ხოლმე. თვალი შორიდან ვერ აღიქვამს თბილი ჰაერის მასას, რომელიც ცივზე ნაკლებად მკვრივია და საბოლოოდ შორს მდგომისთვის ცარიელი სივრცე წარმოიქმნება, როგორც ეს სურათშია ნაჩვენები. გემი ამ შემთხვევაში, თითქოს წყალზე მაღლა დგას.

ეს მოვლენა, ძირითადად, არქტიკისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა დიდ ბრიტანეთშიც იშვიათად ხდება ხოლმე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მელანთევზებმა ადამიანებზე ჩასატარებელი “ზეფირის ტესტი” წარმატებით გაიარეს

თავის ტვინის იმპლანტი – დეპრესიასთან ბრძოლის უახლესი მეთოდი