in , ,

თავის ტვინის იმპლანტი – დეპრესიასთან ბრძოლის უახლესი მეთოდი

მკვლევრებმა, როგორც ჩანს, მიაკვლიეს დეპრესიასთან წარმატებული ბრძოლის საიდუმლოს, რაც ტვინის ღრმა სტიმულაციაში გამოიხატება.

კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრულ სტიმულაციას, შესაძლოა, ძლიერი ანტიდეპრესანტული ეფექტი ჰქონდეს. ეს კი იმის გათვალისწინებით არის შესაძლებელი, თუკი იმპულსები ყურადღებით იქნება მორგებული პაციენტის განწყობასა და სიმპტომებს.

„ალბათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში არაფერზე მიცინია, მაგრამ მოულოდნელად, მე ნამდვილად ვიგრძენი სიხარული და ბედნიერება და მუქი ნაცრისფერი სამყარო ღიმილმა შეცვალა.“

36 წლის ქალი მოხალისე, მძიმე დეპრესიით

კვლევის დროს ექიმებმა ტვინის სამი მხარე აღმოაჩინეს, რომლებზე ზემოქმედებითაც დეპრესიის შემსუბუქება შესაძლებელი ხდება. თუმცა, მათ ასევე დაადგინეს, რომ ეს მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი კონკრეტულ ფსიქიკურ მდგომარეობაშია.

მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტი, რომელიც კვლევაში მონაწილე ერთადერთი მოხალისე იყო, ანალოგიურ სტიმულაციას ახლა უკვე  ტვინის იმპლანტისგან იღებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შეუმჩნეველ იმპულსებს აწვდის.

წყარო: futurism.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ოპტიკური ილუზია თუ მფრინავი გემი – ამბები კორნიშის სანაპიროდან

კანადის უნივერსიტეტების 5000 სტიპენდია 2021 წლისათვის