in ,

რუსეთის ხელისუფლება Facebook-ს,Twitter-ს, Google-სა და Telegram-ს უჩივის

რუსული მედია საშუალების „Tass“-ის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელებს სასამართლოში უჩივის. ის Facebook-ს,Twitter-ს, Google-სა და Telegram-ს ადანაშაულებს ინფორმაციის წაშლაზე უარის თქმის გამო, რომელიც მოზარდებს მოუწოდებდა მონაწილეობა მიეღოთ არასანქცირებულ აქციებზე მოსკოვში. აღსანიშნავია, რომ აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც იმართება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად.

სააგენტო იუწყება, რომ შესაძლოა, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ 12-12 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ. სასამართლოში ასევე შესულია საჩივრები „გუგლის“, „ტიკ-ტოკისა“ და „ტელეგრამის“ წინააღმდეგ.

საქმე 2 აპრილს განიხილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„საქართველოს ბანკის“ სარეკლამო რგოლი ქართველი ქალი ფეხბურთელების მონაწილეობით

გასულ კვირას ილონ მასკმა 27 მილიარდი დოლარი დაკარგა