არტ დირექტორი ბიკო ვარშანიძე სააგენტო JWT Metro-ს გუნდს შეურთდა. ბიკომ ცოტა ხნის წინ Miami Ad School Berlin დაამთავრა და კარიერის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა. ბიკოს თქმით, ის შეუერთდა გუნდს, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეუძლია.
„მეტროს დიდი ხანია ვადევნებ თვალს. ეკა ყიფიანი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სამაგალითო ფიგურაა სარეკლამო სფეროში. „ქვლივასგანაც“ (გიორგი ქვლივიძე) უკვე ვხდები, რომ ძალიან ბევრს ვისწავლი, რადგან უნიჭიერესი ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. დღეს დაიდო ჩემი პირველი პროექტი და უკვე ვხდები, რომ ამ ადამიანებთან ერთად შემიძლია გავაკეთო ბევრი საინტერესო კამპანია. „მეტროს“ სააგენტო და ფროდაქშენი ერთი დიდი ოჯახია და მიხარია, რომ პირველივე დღიდან გავხდი ამ ოჯახის წევრი“,
– ამბობს ბიკო Venue.-სთან საუბარში.
დღეს ბიკოს პირველი ნამუშევარი გამოქვეყნდა, რომლის მთავარი გზავნილი შემდეგია: „რასაც არ უნდა აკეთებდე, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, არაფრის წინაშე არ გაჩერდე!“.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადაღებული ვიდეორგოლი, „საქართველოს ბანკის“ დაკვეთით მომზადდა.
Loading…