in ,

ორგაზმი ღილაკზე თითის დაჭერით – მეცნიერული ვარაუდი

ინდიანას უნივერსიტეტის კინსის ინსტიტუტის სოციალურ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ჯასტინ ლემილერს სწამს, რომ მომავალში ადამიანს შეეძლება, ორგაზმი ღილაკზე თითის დაჭერით განიცადოს.

“არიან ექიმები, რომლებიც ზურგის ტვინთან ელექტროდების ჩადგმას ცდილობენ, ერთი თითის დაჭერით ორგაზმის გამოსაწვევად. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ან მათ, ვისაც კულმინაციის მიღწევა უჭირთ.”

სოციალური ფსიქოლოგი და მკვლევარი ჯასტინ ლემილერი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში

ლემილერი ასევე ფიქრობს, რომ პრაქტიკული სექს-რობოტების მომსწრენიც კი შეიძლება გავხდეთ, რომელთაც არამხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეეძლებათ, არამედ ემოციურისაც.

მკვლევარი შესაძლო საფრთხეებზეც საუბრობს, რომლებიც ვირტუალურ სამყაროსა და რეალურს შორის დაპირისპირებასა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

“რასაც არ უნდა აკეთებდეთ ვირტუალურ სამყაროში, ცოფრულ კვალს მაინც დატოვებთ. ვის აქვს მასთან წვდომა? რა მოხდება თუკი თქვენი სექს-მონაცემები გატეხეს და გაასაჯაროვეს.”

ჯასტინ ლემილერი

წყარო: futurism.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ჯოვანი მორას” პროექტი ქართველური ენების პოპულარიზაციას ეწევა

ტელევიზორებში Youtube-ის ვიდეოების ნახვის სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა