in ,

15 საუკეთესო პლატფორმა პერსონალური ტრენერებისთვის

პერსონალურ ტრენერებს, რომლებიც თავიანთი ბიზნესის პანდემიაზე მორგებას ცდილობენ, შეუძლიათ ონლაინ ინსტრუმენტებით ისარგებლონ და ბიზნესი განავითარონ. ონლაინ საშუალებებს მრავალი უპირატესობა აქვთ: კლიენტებთან უწყვეტი კავშირის გარდა, ინსტრუმენტები მათ დაეხმარებათ პაკეტების შექმნასა და პირად მომსახურებაში.

ონლაინ პლატფორმები შეიძლება განსაკუთრებით სარგებლის მომტანი იყოს დისტანციური ბიზნესის ზრდისათვის.

გთავაზობთ 5 საუკეთესო საშუალებას ხარისხიანი მომსახურების გასაწევად:

1. PTDistinction – არის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა მწვრთნელებისთვის, რომლებიც ცდილობენ, შეისწავლონ კლიენტების ჩვევები და ცხოვრების წესები. ის გთავაზობთ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, მაგალითად – კვებასა და ვარჯიშზე თვალყურის დევნებას. ტრენერს საშუალება ეძლევა მარტივად აკონტროლოს მომხმარებლის დღის რუტინა.

2. Total Coaching – ადვილად გამოსაყენებელი პერსონალური მწვრთნელის პროგრამაა, რომელიც გთავაზობთ კვების რაციონის შედგენას მომხმარებლის ჩვევების გათვალისწინებით მორგებულ სასწავლო ტრენინგებს. პროგრამა ისეთ დეტალებს “აკვირდება”, როგორცაა – წყლის მიღება. გარდა ამისა, პლატფორმა პროგრესის შესამჩნევად კლიენტებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ ფოტოები და ვიდეოები სპეციალურად პირადი ტრენერებისთვის.

3. Trainerize – პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ კლიენტის პერფორმანსი რამდენიმე გზით: ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით. ის საშუალებას გაძლევთ, დაახარისხოთ კლიენტების მიზნები, პერსონალურად ადევნოთ თვალი მათ და გაუზიაროთ შენიშვნები. აპლიკაცია ასევე გთავაზობთ კვების სხვადასხვა რაციონს.

4. True Coach – აპლიკაციაში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენ მიერ შედგენილი ვარჯიშები, პერსონალურად მოარგოთ და შესთავაზოთ ისინი კლიენტებს.

5. VirtuaGym -ზე ტრენერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მხოლოდ ვიდეო-რგოლებით იხელმძღვანელონ და გაუზიარონ მომხმარებლებს. დანარჩენი 10 პლატფორმა მახასიათებლებით ზემოთ აღწერილი 5-ის მსგავსია;

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

6. NudgeCoach 

7. TrainHeroic

8. Workout Labs

9. Strength Portal

10. Exercise.com 

11. My PT Hub

12. Omnify

13. EverFit

14. TrainerMetrics

15. FitFerre

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კანაფის ყვავილის სიგარეტი ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან გაგათავისუფლებთ

როგორ შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება? – გარემოს კოლექტიური იმუნიტეტი