iPhone 13-ის ნაცვლად, შესაძლოა, iPhone 12S ვიხილოთ. ამ ეტაპზე, უცნობია, რა სახელი ერქმევა iPhone-ს, რომელიც 2021-ის შემოდგომაზე გამოვა.
Bloomberg-ის თანახმად, Apple-ის ინჟინრები მხოლოდ მცირე ცვლილებებსა და განახლებებს აანონსებენ. სწორედ ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ წელს iPhone 13-ის ნაცვლად iPhone 12S-ის გამოუშვან.
მსგავსი ხრიკისთვის Apple-ს წარსულში უკვე მიუმართავს: 2015 წელს iPhone 6S-ითა და 2018 წელს iPhone XS-ით.
რამდენიმე ანგარიში ასევე იუწყება, რომ შესაძლოა, კომპანიამ iPhone 13 საერთოდაც გამოტოვოს თავისი სერიიდან.
წყარო: cnet.com
Loading…