საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა მიიღო, რომელიც AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული.
აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან.
ინფორმაციას UNICEF Georgia ავრცელებს.
Loading…