in

ერთჯერადი ნიღბები დიდ ეკოლოგიურ საშიშროებას ქმნის – კვლევის შედეგები

კოვიდ-პანდემიამ სახის ნიღბებზე დიდი მოთხოვნა გამოიწვია, ახლა კი საშიშროება შეიქმნა, რომ მათი გამოყენება ბუნებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ყოველთვიურად მთელ მსოფლიოში 129 მილიარდ ნიღაბს მოიხმარენ.

მკვლევრები უკვე გვაფრთხილებენ ნიღბის პლასტიკურ შემადგენლობაზე და ამტკიცებენ, რომ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. გამოიყოფა მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები, როგორიცაა ბისფენოლი A, მძიმე მეტალები, აგრეთვე, პათოგენური მიკროორგანიზმები.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროფესორისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ექსპერტის, ჟიონგ ჯეისონ რენის განცხადებით, ერთჯერადი ნიღბები პლასტმასის ნაწარმია, რომლის ადვილად ბიოდეგრადირება არ შეიძლება, თუმცა პლასტმასის პატარა ნაწილაკებად იყოფა – კერძოდ, მიკრო და ნანოპლასტიკა, რომლებიც ეკოსისტემებში ფართოდ გავრცელებულია.

„ერთჯერადი ნიღბების უზარმაზარი წარმოება პლასტმასის ბოთლების მასშტაბისაა, რაც თვეში 43 მილიარდს შეადგენს“

ამბობს ჯეისონ რენი.

თუმცა პლასტმასის ბოთლებისგან განსხვავებით, ნიღბების გადამუშავების შესახებ ოფიციალური მითითებები არ არსებობს. ნარჩენების მსგავსად, ერთჯერადი ნიღბები  გარემოში შეიძლება აღმოჩნდეს მტკნარი წყლის სისტემებსა და ოკეანეებში. ბიოლოგების გაფრთხილებით, ხმელთაშუა ზღვაში მალე შეიძლება უფრო მეტი ნიღაბი იყოს, ვიდრე მედუზა.

მკვლევრებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეიქმნას ნიღბის შეგროვებისა და გადასაყრელად ცალკე სანაგვე ურნები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ შეძლო პანდემიამ სამსახურში ტრანსპორტირების დემოკრატიზაცია?

ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში საქართველოს ნორვეგიის საელჩო დაეხმარება