in ,

ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად – Naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას. 

მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა იყოს გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის.

კონკურსის მიზნად ისახავს ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შეარჩიოს, რომლებსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და, აგრეთვე, სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირების დროს. 

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 17 მარტიდან 17 მაისის 18:00 საათამდე ავტორმა უნდა გამოგზავნოს ელფოსტაზე: [email protected] მინიმუმ 3 გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები.
  • საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება.
  • ტექსტები სასურველია აკრეფილი იყოს „სილფაინით“ 11 ზომის შრიფტით და „ვორდის“ ფორმატში. 

გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი – 1500 ლარი

II ადგილი – 1000 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

საუკეთესო ნაწარმოებებს  წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ეკატერინე ტოგონიძის წიგნი „შინ-შენ“ მარტის ბოლოს გამოვა

როგორ ვიფიქროთ ეფექტურად: კრიტიკული აზროვნების 6 ეტაპი