Wikimedia-ს ფონდი ქმნის ახალ ფასიან სერვისს კომპანიებისთვის, რომლებიც Wikipedia-ს მონაცემებს იყენებენ.
ფონდს ეს სიახლე 16 მარტს გაასაჯაროვა. Wikimedia აპირებ, რომ ეს პროექტი 2021 წლის ბოლოსკენ ჩაუშვას. Wikimedia Enterprise არსებული სერვისების მუშაობის მოდელს არ ცვლის. მას მხოლოდ ახალი შეთავაზებები ექნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მის კონტენტს იყენებს, ასეთებია: Google და Facebook-ი.
Wikimedia ჯერ კიდევ ყალიბდება Wikimedia Enterprise-ის ოპერირების მექანიზმთან დაკავშირებით. თუმცა, ზოგადად, ეს იქნება Wikipedia-ს პრემიუმ ვერსია. Enterprise-ის მომხმარებლები მონაცემებს უფრო სწრაფად მიიღებენ ან ისეთი ფორმატში, რომელიც მათ მოთხოვნილებებს შეესაბამება.
წყარო: theverge.com
Loading…