in , ,

კოღოს ცილა მომაკვდინებელ ვირუსებს ასუსტებს – სამეცნიერო დასკვნები

კოღოები არამხოლოდ გამაღიზიანებლები, არამედ საკმაოდ საშიშებიც არიან. ისინი ყოველწლიურად ასობით მილიონ ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით აინფიცირებენ.

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა კოღოებში აღმოაჩინეს ცილა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის შესაძლოა COVID-19-ის სამკურნალოდაც გამოიყენებოდეს.

ცხიმით დაფარული ფლავივირუსები

მალარია კოღოებით გადაცემადი ყველაზე ცნობილი დაავადებაა, რომელსაც პარაზიტები იწვევენ. ვირუსი ზიკა, დასავლური ნილი, დენგესა და ყვითელი ციებ-ცხელება – ყველა მათგანის გამომწვევი ფლავივირუსებია.

ყველა ფლავივირუსის საერთო – მათი დამცავი ცხიმოვანი გარსია – ლიპიდები.

კოღოები როდესაც სისხლს ‘მიირთმევენ’, მათი სხეული ცილა AEG12-ის გამოყოფას ზრდის, რომელიც მათ წითელი სისხლის გადამუშავებაში ეხმარება.

კოღოები ამ ცილას მაშინაც გამოიმუშავებენ, როდესაც ფლავივირუსებით ინფიცირდებიან. როდესაც ცილა AEG12 ვირუსს ეჯახება, ის რამდენიმე ლიპიდს ცვლის, რაც ვირუსის სტრუქტურის დესტაბილიზაცია იწვევს.

„ცილა ძალიან ჰგავს ვირუსულ ლიპიდებს და ის მათ ვირუსებისგან იპარავს.“

ჯოფრი მიულერი მკვლევარი

ცილის ადამიანებში გამოყენება

მკვლევრები ფიქრობენ, რომ რადგანაც AEG12 ცილა მძლავრად აფერხებს ფლავივირუსებს, ის შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს ადამიანებისთვისაც, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროცესში.

კორონავირუსიც შეიცავს ფლავივირუსებს და სწორედ, ამიტომ ლაბორატორიაში AEG12-ის ცილამ შეძლო მისი მცირედით დათრგუნვა.

აღსანიშნავია, რომ სანამ მეცნიერები ამ ცილის ადამიანებში გამოყენებას შეძლებენ საჭიროა მნიშვნელოვანი პრობლემა გადალახონ. კოღოებს ცილა AEG12 სისხლის წითელი უჯრედების გადამუშავებაში ეხმარება, რისი თავიდან აცილებაც აუცილებელი არის ადამიანების შემთხვევაში.

წყარო: freethink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ელექტრონული ქსოვილით შეკერილი ტანისამოსი კომპიუტერადაც გამოდგება

ფსიქოდელიურ თერაპიას შესაძლოა დეპრესიული ტვინის გადატვირთვა შეეძლოს