in

ვიზუალური წარმოსახვის გარეშე ხალხის შეშინება რთულია – კვლევა

როდესაც საშიში ისტორიების მოსმენა დააპირებთ, შემდეგში, ისეთ მეგობართან ერთად დასხედით, რომელსაც აფანტაზია აქვს.

სიდნეიში, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვიზუალური წარმოსახვა შეიძლება შიშის გამომწვევი იყოს. ზოგიერთ ადამიანს ნაკლებად ეშინია იმის გამო, რომ მათ საჭირო წარმოსახვის უნარი არ გააჩნიათ. ეს ასევე ნიშნავს, რომ შიშთან და სხვა ემოციურ გამოცდილებასთან ვიზუალურ წარმოსახვას განსაკუთრებული კავშირი აქვს.

აფანტაზია

ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს გონებაში რამის წარმოდგენა უჭირს. ამას „გონების სიბრმავეს“ ან „აფანტაზიას“ უწოდებენ. კვლევის ავტორის, ჯოელ პეტერსონის თქმით, აფანტაზია ნერვული მრავალფეროვნებაა. ეს საოცარი მაგალითია იმისა, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ჩვენი ტვინი და გონება.

„აფანტაზია სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. ზოგს ვიზუალური გამოსახულება არ აქვს, ზოგს კი ერთი ან ყველა სხვა გრძნობის გამოსახულება არ აქვს. ზოგი ოცნებობს, ზოგი კი არა“

ამბობს ჯოელ პეტერსონი.

შემაშფოთებელი გამოსახულების წარმოდგენა საშიში ისტორიების წაკითხვისას

ექსპერიმენტებში მონაწილეობდა 22 ადამიანი აფანტაზიით და 24 ადამიანი ნორმალური ვიზუალური წარმოსახვით. ინდივიდუალური პირები ჩაბნელებულ ოთახში ისხდნენ, კანზე ელექტროგამტარობის გასაზომად ელექტროდები ჰქონდათ მიმაგრებული. როდესაც ადამიანი  ძლიერ ემოციებს განიცდიდა, გამტარობა იზრდება.

„ ვისაც ისტორიების ვიზუალიზაცია შეეძლო, მათი კანის გამტარობის დონე სწრაფად იზრდებოდა“. 

აღნიშნავს პირსონი.

რეაგირება საშინელ გამოსახულებებზე

მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ აფანტაზია ორ ჯგუფს შორის სხვადასხვა რეაქციას ითვალისწინებს. ექსპერიმენტი კვლავ ჩატარდა, ვიზუალური წარმოსახვა საჭირო არ იყო – ყველა შემაშფოთებელი გამოსახულება, რომელშიც მკვდარი ადამიანის სხეულსა და გველს ეხებოდა, ორივე ჯგუფს ერთნაირად ანერვიულებდა.

„ემოციური შიშის რეაგირება მაშინ მოხდა, როდესაც მონაწილეებმა მათ წინაშე საშიში რამ მართლაც დაინახეს

ამბობს პირსონი.

დასკვნების თანახმად, გამოსახულება ემოციური აზროვნების გამაძლიერებელია. შეგვიძლია ყველანაირ საკითხზე ვიფიქროთ, მაგრამ გამოსახულების გარეშე, აზრები ასეთი ემოციური არ იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვაქცინაციის დამადასტურებელი ელექტრონული პასპორტები რეალობად იქცა

მაწანწალა ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იგივე უნიკორნი ხუთჯერ მოიპარა