in ,

დაეხმარეთ საკუთარ შვილებს, მაგრამ არა გადამეტებულად – კვლევა

კეიტლინ ფლანაგანი გამოცემა “Atlantic”-დან მშობლების შვილების განათლების მიღებაში სულ უფრო და უფრო  შემაშფოთებელი ჩართულობის ტენდენციას იძიებს.

ფლანაგანის სტატიაში გამოკვეთილი ადგილი უჭირავს ფულის სწავლის პროცესზე ზეგავლენის ორ მნიშვნელოვან საკითხს: როგორი ჩართულები უნდა იყვნენ მშობლები შვილების განათლებაში? და რა სახის ემოციური შედეგი მოჰყვება გადამეტებულ ჩარევას?

სტენფორდის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულის ელენა ობრადოვიჩის კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა რომ მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ზედმეტი ჩართულობა და ზეგავლენის მოხდენა შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.

კვლევის ფარგლებში მკვლევრები 4-დან 6 წლამდე  102 ბავშვის ქცევას აკვირდებოდნენ, რომლებიც მშობლებს ლაბორატორიაში მიჰყავდათ. ბავშვებს სათამაშოების დალაგება, ახალი თამაშების შესწავლა და პრობლემების განხილვა ევალებოდათ.

მკვლევრები ამ პროცესში მშობლების ჩართულობის დროს ითვლიდნენ. მაგალითისთვის, რა სახის და როგორი მნიშვნელობის მიმართულებებს აძლევდნენ ისინი ბავშვებს პრობლემის გადაწყვეტისას.

კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები, რომლებიც უფრო ხშირად ერეოდნენ ინსტრუქციებით, შესწორებებითა და მითითებებით ბავშვების საქმეში, ეს ბავშვები მით უფრო ცუდად ასრულებდნენ დავალებებს.

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ყნოსვის შეგრძნებით მნიშვნელოვან მოგონებებს ვინახავთ

გორილების დასახმარებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას $350,000-ზე მეტი შემოწირულობა შეუგროვდა