როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა Fox News-ს განუცხადა, დონალდ ტრამპი რამდენიმე თვეში საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმას შექმნის. ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის Twitter-ისა და Facebook-ის ანგარიშები დაიბლოკა.
ჯეისონ მილერმა, ტრამპის 2020 წლის კამპანიის სპიკერმა, განაცხადა, რომ ტრამპი კვლავ შევა სოციალური მედიის სივრცეში საკუთარი ახალი პლატფორმით, რომელიც “წამყვანი მოთამაშე იქნება მოედანზე“.
Loading…