in ,

Origami Gift Box – საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ადამიანებისთვის

მრავალფეროვანი და ტრენდული სასაჩუქრე ნაკრებები როგორც ქალების, ისე კაცებისთვის – ეს „ორიგამია“. ახალგაზრდა გოგონების სტარტაპი, რომელიც ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული. კომპანია ინდივიდუალური შეკვეთების გარდა, მუშაობს კორპორატიულ მომსახურებაზეც. 

Venue. სტარტაპის დამფუძნებლებს, ხატია სტურუასა და ნინი ჩხიკვაძეს, ესაუბრა. 

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული, გადავწყვიტეთ უფრო გაგვემარტივებინა ეს პროცესი. ჩვენი სტარტაპის იდეაა, მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი სასაჩუქრე ნაკრების შეძენა, რაც ნაკლებ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენი გემოვნებით შექმნილ ყუთებს და ამავდროულად, ვაძლევთ საშუალებას, სურვილისამებრ ააწყონ ბოქსი.

გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ბოქსებს, რომლებიც შეგიძლია, აჩუქო საყვარელ ადამიანს, მეგობარს, მშობელს, კოლეგას, მეჯვარეს და ა.შ.

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

ეს კომპანია შევქმენით ორმა მეგობარმა 2019 წელს. ჯერჯერობით როგორც კორპორატიულ, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს ვუმკლავდებით ორნი, თუმცა ახლო მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას.

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

ორიგამის ყველაზე პოპულარული ფიგურა – „წერო“ ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც ბედნიერების, სიყვარულისა და მეგობრობის სიმბოლოა. ლეგენდის თანახმად, თუ 100 ცალ ორიგამის წეროს გააკეთებ და ჩაუთქვამ სურვილს, ის აუცილებლად ასრულდება. ჩვენ თითოეულ ყუთში ვათავსებთ ხელნაკეთ ორიგამის წეროს და ამით ვცდილობთ, ლეგენდა რეალობად ვაქციოთ.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

ზოგადად ბიზნესი და ეს წამოწყება ჩვენთვის სიახლეს წარმოადგენდა, ამიტომ საწყის ეტაპზე გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგვიწია, რაშიც იგულისხმება ფინანსები, დროის მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და რაც მთავარია, ჩვენი მზაობა ამ მასშტაბური პროექტის მიმართ. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ჩვენთვის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენდა თითოეული მომხმარებლის გემოვნებაზე ჩვენი პროდუქციის მორგება.

როგორ მოიზიდეთ ფინანსები და რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იდეის განხორციელება მინიმალური ბიუჯეტით, რაც მოვახერხეთ პირადი დანაზოგებით. დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევთ იმას, რომ თუ აქვთ რაიმე ახლის შექმნის სურვილი, წინააღმდეგობების მიუხედავად, არ დანებდნენ და განაგრძონ მიზნისკენ სვლა.

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

ადგილობრივ ბაზარზე არაერთი კონკურენტი გვყავს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება დაბალ ფასად, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროდუქცია შევქმნათ და ამით გავუწიოთ კონკურენცია სხვა კომპანიებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათგან გამოგვარჩევს იდეა, რაშიც იგულისხმება მრავალფეროვანი კოლექციები და შეფუთვა.

ჩვენი კომპანია მუდამ მზად არის უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს დაინტერესებულ პირებს. ამ ორი წლის მანძილზე გვყავს არაერთი ერთგული მომხმარებელი, როგორც ინდივიდუალურ ისე კორპორატიულ გაყიდვებში.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან“ ერთად, რომელმაც უკვე მეორე წელია, აირჩია „ORIGAMI gift box“. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად 1500 ქალბატონს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვურიგებთ საჩუქრებს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„მასტერშეფი“ პირველ არხზე 4 აპრილს იწყება

დოლანდ ტრამპი საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმის შექმნას აანონსებს