in ,

კორეის კვლევების აკადემიის სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა

კორეის კვლევების აკადემიის სასტიპენდიო პროგრამა -AKS Graduate Fellowship-ი გამოცხადდა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ კორეის კვლევების მიმართულებით, შესაძლებლობა აქვთ, 6 თვის განმავლობაში კვლევითი საქმიანობა კორეის რესპუბლიკაში განახორციელონ.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:

  • უნდა ირიცხებოდეს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე;
  • დასრულებული უნდა ჰქონდეს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კურსი, ამჟამად მუშაობდეს სადიპლომო ნაშრომზე და ჰქონდეს ABD (All But Dissertation) სტატუსი;
  • სამეცნიერო თემა უნდა ეხებოდეს კორეას/კორეასთან დაკავშირებულ კვლევებს.

სტიპენდია მოიცავს:

  • ყოველთვიური სტიპენდიას 660 დოლარის ოდენობით;
  • ორმხრივ ავიაბილეთებს;
  • კამპუსის საცხოვრებელში განთავსებას;
  • კორეული ენის უფასო კურსებს.

სტიპენდიის პერიოდი: 1-ლი სექტემბერი, 2021 – 28 თებერვალი, 2022 (6 თვე)

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია.

განაცხადების წარდგენის პერიოდია: 19 აპრილი, 2021 წ., 10:00-დან –14 მაისი, 2021 წ., 17:00 საათამდე (კორეის დროით)

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციაში ასატვირთი დოკუმენტების სიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS-ი შემოდის

„იცანი“ – ტანსაცმლის ახალი ბრენდი ქართული გზავნილებით