პენსიაში გასვლის შემდეგ, ადამიანები სხვადასხვა საყვარელ საქმეს იწყებენ. სამხრეთ ლონდონში მცხოვრებმა 70 წლის ორმა ბაბუამ გადაწყვიტა, რეპერობით გაეხალისებინათ ცხოვრება.
პიტი და ბასი – ბრიტანული დუო უკვე ძალიან პოპულარულია YouTube-ზე.
„ვინ გადაწყვიტა, რომ 70 წლის მამაკაცი სცენისთვის ძალიან დიდია? ასეთ დიდ გამოხმაურებასაც არ ველოდით. სადაც უნდა წავიდეთ, ორივეს გვცნობენ და პატივისცემას გამოხატავენ“ – ამბობს ექვსი შვილიშვილის ბაბუა პიტი BBC-სთან ინტერვიუში.
სიმღერის ტექსტებს თავად წერენ, ხოლო პროდაქშენში შვილიშვილები და მეგობრები ეხმარებიან.
2020 წლის შემოდგომაზე მუსიკალური ტურნე დაგეგმეს, თუმცა კოვიდპანდემიისა და ლოკდაუნის გამო, ტურნე გადაიდო.
Loading…