in

Telemundo ლეგენდარული „ფარული ვნების“ მეორე სეზონს გადაიღებს

ფარული ვნება
ფარული ვნება

დადასტურებულია, Telemundo ლეგენდარული „ფარული ვნების“ მეორე სეზონს გადაიღებს. ესპანურენოვანი არხი იუწყება, რომ 15 წლის შემდეგ, მელოდრამა, რომელშიც მთავარ როლებს დანა გარსია, მარიო ჩიმარო, პაოლა რეი, ხუან ალფონსო ბაპტისტა, ნატაშა კლაუსი და მიჩელ ბრაუნი ასრულებდნენ, 2021-2022 წლის სატელევიზიო სეზონზე დაბრუნდება.

ფარული ვნება

მას შემდეგ, რაც ძმებმა რეიესებმა დის სიკვდილის გამო, შურისძიება გადაწყვიტეს, ბედმა ნამდვილი სიყვარული, დები ელიზონდოები აპოვნინათ. სერიალის მეორე სეზონში მოქმედება 20 წლის შემდეგ განვითარდება.

შეიძლება დაგაინტერესოს: „ელიტა“ მეოთხე სეზონით ბრუნდება

„ფარული ვნების“ ახალი თაობა ახალი კრიმინალური ტრაგედიის წინაშე დგება, რომელიც ოჯახს ფსკერისკენ წაიყვანს. მასწავლებლის მისტიკური სიკვდილის შემდეგ, გამოძიება ერთ-ერთი წყვილის შვილამდე მივა, მას შესაძლო დამნაშავედ სცნობენ და მოვლენები  დრამატულად განვითარდება.

Telemundo-ს ჯერ არ დაუდასტურებია, ძველი მსახიობებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას სერიალის ახალ სეზონში,  თუმცა ბევრმა მათგანმა მეორე სეზონში ძველი გმირების განსხიერების სურვილი გამოთქვა.

„ამჟამად, გეგმაში არ არის, მაგრამ ძლიან მინდა. ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეული, ლამაზი ისტორიაა, რომელმაც ყველას თავი შეგვაყვარა. რა თქმა უნდა, ამ პროექტში დაბრუნება მინდა“ – ხიმენას როლის შემსრულებელი, პაოლა რეი გასულ წელს წერდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Coca-Cola Bottlers Georgia მომხმარებელს აფრთხილებს

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია – გამოცდები 2021