in

„მასტერშეფის“ ისტორიული ფინალი – შოუ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ქვეყნის მთავარი კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ ისტორიაში პირველად, 6 ივნისსს სეზონის საფინალო სერია შეწყდა და 20 ივნისისთვის გადაიდო.

მიზეზი ფინალური ეპიზოდის ჩაწერის დროს მომხდარი ინციდენტი გახდა. ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო ვარშანიძემ, კერძის მზადების დროს თითები დაიზიანა.

ცხადია, ჩაწერა შეწყდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნინო კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაესებულებაში პროტოკოლი ითვალისწინებდა კოვიდტესტირებას, რის შემდეგაც „მასტერშეფის“ მონაწილეს ორონავირუსიც დაუდასტურდა.

ნინო კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო, ამიტომ კლინიკაში დარჩენა არ გახდა საჭირო.

ნინო ვარშანიძის ინციდენტი ძალიან ემოციური აღმოჩნდა დანარჩენი ორი მონაწილისთვის, განსაკუთრებით კი დიტრიხასთვის, რომლის ნაჩუქარი დანითაც დაიზიანა ნინომ თითები.

გასული გადაცემის ერთ-ერთი შთამბეჭდავი მომენტი სწორედ ნინოს, დიტრიხასა და იოსის ვიდეოჩართვა იყო. ნინოს ბიჭები დაჰპირდნენ, რომ დაბრუნების შემდეგ, დანების ნაცვლად, ყვავილებს დაახვედრებენ.

კოვიდრეგულაციების გამო, „მასტერშეფის“ ფინალი გადაიდო, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნინოს ინფექცია დაუდასტურდა. შოუს მე-5 სეზონის ბოლო ეპიოზოდი ტელეეთერში 20 ივნისს გავა.

ნინო ახლა უკვე თავს კარგად გრძნობს და ფინალური ბრძოლისთვის მზად არის. ეს კი ვიდეო, რომელიც მან კოვიდსასტუმროდან გამოგზავნა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი, რომელიც შოუს ისტორიას არ ახსოვს, რადგან „მასტერშეფის“ ფინალი აქამდე არასდროს გადადებულა.

შეიძლება, დაგაინტერესოს ჩვენმა ქვიზმა – რომელი შეფი ხარ მასტერშეფიდან?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რუსკა ჟორჟოლიანი – „სხვა გზა არ არის”

ნინო ვარშანიძე – „მასტერშეფმა“ მომცა დიდი მოტივაცია, რომ განვვითარდე და მივაღწიო დიდ წარმატებას