ცნობილი ბრენდების პროვოკაციული სლოგანები. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ცნობილ ბრენდებს ყველაზე გულწრფელი სარეკლამო სლოგანები რომ ჰქონოდათ. გთავაზობთ გრაფიკული დიზაინერის, კლიფ დიკენსის პროვოკაციულ და სახალისო პროექტს. დიკენსმა ცნობილ კომპანიებს სლოგანები თავად შეურჩია.
YouTube – არ წაიკითხოთ კომენტარები
iTunes – მე არ წამიკითხავს ტერმინები და პირობები
Victoria’s Secret – 1977 წლიდან ვმუშაობთ ქალების თვითშეფასების დადაბლებაზე
Candy Crush – კოკაინი რომ თამაში ყოფილიყო
Linkedin – დაუკავშირდით ადამიანებს აბსოლუტურად უმიზეზოდ
Instagram – დაამუშავეთ ცუდი ფოტოები ჩვენი ფილტრებით
Pepsi – როდესაც კოკა-კოლა არ არის
FedEx – შესაძლოა, დაიმსხვრეს
McDonald’s – იმიტომ რომ მხოლოდ 4$ გაქვს
Urban Outfitters – გადაიხადე ფული, რომ უსახლკაროსავით გამოიყურებოდე
Loading…