in ,

მადონა ბაკურაძე – „სხვა გზა არ არის“


„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალის გენერალური მენეჯერი, მადონა ბაკურაძე. მას მენეჯერულ თანამდებობზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ისეთ კომპანიაში, როგორიც Wendy’s და Dunkin’ Donuts-ია. უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა. ფიქორბს, რომ თუ მოქმედებ, აუხდენელი ოცნება არ არსებობს.

სხვა გზა არ არის – სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ყოველთვის არის ყველა სიტუაციაში გამოსავალი, არჩევანი – კარგი თუ ცუდი“.

2010 წელს, 18 წლის ასაკში პირველად წავედი საზღვარგარეთ სასწავლებლად, აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში, უცხო ხალხთან. ადაპტაციის პერიოდი რთული იყო და დღემდე მახსოვს ის პირველი ემოცია, რაც მაშინ დამეუფლა, შეიძლება ვიღაცისთვის მაშინ ეს შესაშური იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო. თუმცა მალევე მოვერგე ახალ გარემოს და გამოვიმუშავე სწრაფი ადაპტაციის უნარი, მას შემდეგ მომიწია ბევრი ლოკაციის, ქვეყნის თუ ქალაქის შეცვლა და ყველგან სწრაფად ვერგებოდი (Do in Rome, as the Romans do) ეს იდიომა იყო ყველგან ჩემი თანამგზავრი. 
 
ვთვლი, რომ ნებისმიერ სფეროში სწრაფი ადაპტაციის უნარი ერთერთი უმთავრესია, თუნდაც სამსახურიდან სამსახურში გადასვლისას. 

მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის – ინტერესი და სწავლის სურვილი. მე თვითონ ყოველთვის ვცდილობ დეტალებში ჩავერთო და შევისწავლო საფუძვლიანად ყველა საკითხი. ამაში ძალიან კარგად დამეხმარა ამერიკაში სწავლება და იქაურ კომპანიებში (Wendy’s; Dunkin’ Donuts) მუშაობა. ასევე ის მიდგომები, რაც გულისხმობს იმას, რომ მენეჯერის საფეხურზე ვერ გადახვალ, თუ რიგითი გუნდის წევრის ფუნქცია მოვალეობები ზედმიწევნით არ ისწავლე და შეასრულე. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მიდგომაა და ვფიქრობ, საქართველოშიც თუ დაინერგება მსგავსი მიდგომები, კომპანიებს ძალიან წაადგება. 

ზუსტად იმ დროს გამოანათებს როცა არ ელოდები, მე ძალიან ბევრი შემთხვევა მაქვს მსგავსი, ამიტომ, ვთვლი რომ სანამ სული გიდგას ადამიანს, არა გაქვს უფლება იმედის დაკარგვის…

წარმატების მიღწევა ერთია და შენარჩუნება კიდე მეორე გამოწვევა, როცა უკვე გადადიხარ კომფორტის ზონაში მაშინ კარგავ წონასწორობას და ჩნდება მომენტი, რომ ხელიდან გაგისხლტდეს ეს წარმატება. ვფიქრობ ამის ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ არ მოდუნდე და მუდმივად ეცადო ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი.

წარმატების მისაღწევად ჩემი ხედვა ასეთია:

1. დაძლიეთ სიზარმაცე და გადააბიჯეთ საკუთარ თავს.

2. გამოიმუშავეთ ადაპტაციის უნარი, სამყარო სიურპრიზებით არის სავსე.

3. ისწავლე, ისწავლე და კიდე ისწავლე, უთქვამთ არაერთი ფორმით ბევრს.

4. დააფასე დღეს მიღწეული და დაისახე ხვალინდელი მიზანი.

5. მე მჯერა იღბლის, რადგან წარმატებაში ესეც მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ვერ მიაღწევს წარმატებას, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევ მას, ამიტომ მხოლოდ ამ კომპონენტს ნუ ჩათვლით წარმატებისთვის საკმარისად, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. 

ჩემი საყვარელი ფრაზა : If you can dream it, you can do it. (Walt Disney) 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

უპრეცედენტო შეთავაზება – Venue.ge სტარტაპებს უფასო მედიამხარდაჭერას სთავაზობს

Wetalks. როგორ ვამუშაოთ ბიზნესი ხალხისთვის