in

კლუბი საკუთარ მანქანაში – გერმანიაში პირველი კლუბური საღამო მოეწყო

რამდენიმე კვირაა ევროპაში კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვები იხსნება, მაგრამ მასობრივი შეკრებები ჯერ კიდევ აკრძალულია. აქედან გამომდინარე გაჩნდა ორიგინალური წამოწყება ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის – auto-clubbing.

გერმანია უამრავ ღირსშსანიშნაობასთან ერთად ცნობილია ელექტრონული მუსიკით.

როდესაც ყველა კლუბი რამდენიმე თვეა დაკეტილია, სახლში ცეკვა ერთადერთი გამოსავალია.

კლუბმა Index მოაწყო კლუბური მუსიკის ღამე, სადაც შესაძლებელი იყო მუსიკისთვის მანქანიდან მოგესმინა. სოციალური დისტანცირების მიზნით, მანქანაში მხოლოდ ორი ადამიანი დაიშვებოდა. საბოლოოდ, 500-მდე მსმენელი შეგროვდა და მათ წინაშე არტისტი Devin Wild წარდგა. სიტუაციას პოლიცია აკონტროლებდა.

 „მსგავსი რამ აქამდე არასდროს გამომიცდია“

– განაცხადა Devin-მა.

auto-clubbing-ისგან განსხვავებით, drive-in cinema გერმანელებისთვის უცხო არ იყო. კოვიდ-19-ის პანდემიამდე ქვეყანაში 5 ასეთი კინოთეატრი არსებობდა. კორონავირუსის გავრცელებისას  მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, ახლა მათი რაოდენობა 100 ერთეულია.


მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ლაშა ბაკურაძე – „სხვა გზა არ არის“

#სტარტაპი „ქარდი“ – ფასდაკლების ბარათი ავტო-მოტო ​მფლობელებისთვის