in ,

სად ვისწავლით გერმანულს უფასოდ

სად ვისწავლით გერმანულს უფასოდ

სად ვისწავლით გერმანულს უფასოდ – თუკი გერმანული ენის შესწავლა გსურთ და ამისთვის სათანადო, თანაც უფასო ონლაინ კურსს ეძებთ, მაშინ ეს სტატია, ნამდვილად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.  

ონლაინსივრცეში ჯამში გერმანული ენის შემსწავლელი 18 000 კურსია, თუმცა ჩვენ მათ შორის საუკეთესოებსა და უფასო კურსებს შემოგთავაზებთ.

ამ კურსების დამსახურებით, თავისუფლად შეძლებთ გერმანული ენის დაუფლებას, თუკი ინგლისური ენა კარგად იცით. ეს კი იმიტომ რომ გერმანულსა და ინგლისურს ძირითადი გრამატიკული წესები საერთო აქვთ.

სანამ ონლაინკურსებს გაგაცნობთ, რამდენიმე მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა ისწავლოთ გერმანული ენა.

  • გერმანული ყველაზე გავრცელებული ენაა ევროპაში
  • გერმანია მძლავრი ეკონომიკით მე-3 ადგილზეა
  • გერმანულის ცოდნა ბიზნესშესაძლებლობებს ქმნის
  • გერმანელები ინოვატორები არიან
  • გერმანელები ყველაზე მხარჯველი ტურისტები არიან
  • ინტერნეტის მოხმარების წილი გერმანიაში ძალიან მაღალია
  • 10-დან ერთი წიგნი მსოფლიოში გერმანულად გამოიცემა
  • გერმანული არც ისე რთულია, როგორც გგონიათ

გერმანული ენის შემსწავლელი ონლაინ უფასო კურსები

BBC

BBC უძველესი სამაუწყებლო გასართობი და გერმანული ენის შემსწავლელი კომპანიაა. ის ენის შესასწავლად ძალიან მარტივ და სახალისო რეჟიმს გთავაზობთ. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Duo Lingo

Duo Lingo განთქმული ონლაინკურსია. აქ თქვენ მარტივად შეგიძლიათ, შეისწავლოთ ენა თამაშების მეშვეობით. ყველას შეუძლია, ისწავლოს Duo Lingo-ში, როგორც დამწყებმა, ისე ენის ცოდნაში უკვე პროგრესირებულმა. მეტი ინფორმაციას ნახავთ აქ.

DW.COM

DW.COM საუკეთესო ვებგვერდია გერმანულის შესასწავლად. DW.COM-ზე ენის შესწავლა სხვადასხვა ტესტის, პრაქტიკული სავარჯიშოსა და სესიის მეშვეობით შეგიძლიათ. მეტი დეტალის გასაცნობად ნახეთ DW.COM-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

Deutsch Akademie

Deutsch Akademie ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინკურსია გერმანული ენის შესასწავლად. აქაც ყველას შეუძლია, ისწავლოს ენა, როგორც დამწყებმა, ისე ენის ცოდნაში უკვე პროგრესირებულმა. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Babbel

Babbel ენების შესასწავლი ცნობილი პლატფორმაა. მას რამდენიმე კურსი ფასიანი აქვს. მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ Babbel-ის ვებ-გვერდს.

წყარო: currentissues.pk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რუსი მეცნიერები პრეისტორიულ ცხოველურ ვირუსებს სწავლობენ

სამთო კურორტების საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება