კარანტინის მოსაწყენი დღეების პროდუქტიულად გამოყენებაც შეიძლება. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კარანტინის დროს ბევრმა ქართველმა საკუთარ თავში არაერთი ნიჭი აღმოაჩინა. პანდემია სიახლე სულაც არ არის და იგი არაერთხელ დაფიქსირებულა მსოფლიო იტსორიაში.
1918 წელს ესპანურმა გრიპმა ერთ წელში 20-დან 40 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უფრო ადრე, XIV საუკუნეში შავი ჭირი, რომელსაც ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონის“ პერსონაჟები ემალებოდნენ, გახდა პასუხისმგებელი სიტყვა „კარანტინის“ იტალიურ წარმოშობაზე. საქმე ეხებოდა 40 დღიან პერიოდს, როდესაც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი ეკლრძალებოდათ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. შავი ჭირი 1348 – 1359 წლებში ევროპის მოსახლეობის 30%-ის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
როგორც გასული საუკუნეებში, ახლაც ვალდებულები ვართ, კარანტინის წესების დაცვით კონტაქტების ზრდას თავი ავარიდოთ.
კარანტინისა და იზოლაციის შემდეგ, სავარაუდოა, რომ მოწყენილობამ მოსახლეობის დიდ ნაწილზე ცუდი გავლენა იქონიოს. განსაკუთრებით ბავშვებში. უსაქმურობამ შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნას, მაგრამ ასევე შეიძლება ის შემოქმედების ერთ-ერთი უდიდესი წყარო გახდეს.
მრავალმა ხელოვანმა თუ მეცნიერმა ისარგებლა კარანტინით, რათა თავიანთი საუკეთესო ნაწარმოებებისა და გამოგონებებისთვის დღის შუქი მოევლინათ. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ გენიოსებს, რომლთა იდეებიც მნიშვნელოვან მიღწევებად, სწორედ დაავადებებისგან გამოწვეული იზოლირების პერიოდში იქცა.
ისააკ ნიუტონი და გრავიტაციის თეორია
ლონდონი. 1665 წელი. ისააკ ნიუტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როდესაც ბუბონურმა ჭირმა ბრიტანეთის იმდროინდელი საზოგადოება გაანადგურა. ცნობოილი მომენტი, როდესაც ხის ქვეშ მჯდომ ისააკს ხის ტოტიდან მოწყვეტილი ვაშლი დაეცა,კარანტინის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო. ისტორიკოსები უარყოფენ, რომ საქმე რეალურ ფაქტს ეხება და მას ლეგენდად მიიჩნევენ. თუმცა, რაც ნამდვილად ვიცით, ნიუტონმა 18 თვე ბიბლიოთეკაში გამოკეტილმა ნაშრომების წერაში გაატარა, რომელიც შემდგომ გრავიტაციის თეორიის საფუძველი გახდა.
ფრიდა კალო
ამბობენ, რომ დიდ გენიოსებს უბედური ცხოვრება აქვთ. არც მექსიკელი ხელოვანი, დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი ფემინისტი ფრიდა კალო იყო გამონაკლისი. ის 6 წლის ასაკში დაავადდა პოლიომიელიტით, რამაც დიდი ხნის განმავლობაში საწოლს მიაჯაჭვა. 12 წლის შემდეგ, სტუდენტობის დროს, ავტობუსით მგზავრობისას ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და მენჯი და თეძო მოიტეხა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ის საწოლში თვეობით იწვა. ისტორიკოსების ცნობით, მან თავისი ცნობილი ავტოპორტრეტი, სწორედ გამოჯანმრთელების დროს დახატა. ხატვის პროცესში ფრიდას საწოლის წინ სარკე ედგა.
შექსპირის „მეფე ლირი“
მოიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული არ არის, შესაძლოა, ინგლისური ნაწარმოებების ყველაზე მნიშვნელოვან მწერალს, ზოგიერთი ნაწარმოები კარანტინის ჟამს დაეწერა. Reader’s Digest-ის სტატიაში, ვკითხულობთ, რომ შექსპირმა „მეფე ლირი“ სწორედ მაშინ დაწერა, როდესაც ბუბონური ჭირი ინგლისს თავს დაატყდა და თეატრები დაიხურა. „ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია, რომ შექსპირმა იზოლაციის პერიოდი რამდენჯერმე გაიარა“ – წერს ბრიტანელი ჟურნალისტი. The Guardian-ის მიხედვით, ლონდონში თეატრები მწერლის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერ დროს დაიხურა.
ვიქტორ ჰიუგო და საბრალონი
ფრანგი მწერლის პოპულარული ნაწარმოები, რომლის არაერთი ეკრანიზაცია შეიქმნა, სწორედ მაშინ დაიწერა, როდესაც ჰიუგო იზოლაციაში იმყოფებოდა. 1851 წელს იგი ნაპოლეონ III-ის კრიტიკის გამო გადაასახლეს. გრძელი 20 წლის განმავლობაში, სანამ მწერალმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „საბრალონი“ დაწერა. ნაწარმოებში მოქმედება იმ დროინდელ პარიზში ხდება. იქნებ სწორედ მშობლიური მიწის ნოსტალგიამ და სიყვარულმა დააწერინა მწერალს რომანი, რომელზეც უამრავი კინოადაპტაცია შეიქმნა?
ედვარდ მუნკი
ედვარდ მუნკის ავტოპორტრეტი დიდი ალბათობით გაგიგია XIX საუკუნის მწერლის, ედვარდ მუნკის შესახებ. მისი ყველაზე ცნობილი ნახატი „კივილი“ აუცილებლად გეცოდინება. იგი იზოლაციის დროს ნამდვილად არ შექმნილა, რასაც ვერ ვიტყვით, მის ნაკლებად ცნობილ ნახატზე სახელწოდებით „ავტოპორტრეტი ესპანური გრიპით“. მასში ამ პანდემიით დაავადებულ მხატვარს ვხედავთ.
საბედნიეროდ, მხატვარი ამ ვერაგ დაავადებას გადაურჩა მაშინ, როდესაც ესპანურ გრიპს მსოფლიოში მილიონობით სიცოცხლე ემსხვერპლა. მხატვარს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ის ძალიან მარტივად ცივდებოდა და გრიპით ავადდებოდა. მუნკი 1944 წელს ნორვეგიაში, სრულად მარტო, პნევმონიით გარდაიცვალა.
ავტორი: გიორგი კუსიანი
Loading…