in

ამერიკის ავიამშენებლობის ქართველი პიონერი

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო ბევრმა მოქალაქემ დატოვა. საინტერესოა, რომ მათმა ნაწილმა მსოფლიო ისტორიის შეცვლაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. დღეს იმ ქართველ ავიაკონსტრუქტორზე გიამბობთ, რომლის მადლიერიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა.

ალექსანდრე ქართველის – ამერიკის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის სახელს უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავის – Republic P-47,  შექმნა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. 

მან  საავიაციო განათლება პარიზში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ კი  – 1922 წელს მუშაობა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში დაიწყო.  ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას. ძალიან მალე, 1924 წელს, ქართველიშვილის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ამ ამბიდან სამ წელში ალექსანდრე ქართველი ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა, ნიუ-იორკში სამუშაოდ მიიწვია. აქ მან მუშაობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში „Fokker American Company“. 1931 წელს კი  საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს – საქართველოში დაბადებულ ალექსანდრე სევერსკის შეხვდა.  მათი კოლაბორაცია ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ორმა ალექსანდრემ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთი მთავარი თვითმფრინავები შექმნა.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ალექსანდრე ქართველიშვილმა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი მიიღო და  აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრადაც აირჩიეს.

ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. იგი 1974 წელს ნიუ-იორკში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კარანტინში დაბადებული გასაოცარი იდეები

Celeb.ge – შეუკვეთე ვიდეო ქართველ „სელებრითებს“