თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში ძაღლი საავადმყოფოში გადაყვანილ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ქემალ სენტურკი კლინიკაში 14 იანვარს მოათავსეს, იმავე დღეს მისი ძაღლი ბონკუკი სახლიდან გაიპარა და კლინიკის შესასვლელთან დადგა. საავადმყოფოს პერსონალმა ძაღლის პატრონის ვინაობა დაადგინა და ქემალის ოჯახს დაუკავშირდა. პაციენტის ნათესავებმა ძაღლი სახლში დააბრუნეს, თუმცა მეორე დღეს ის კლინიკასთან კვლავ დაბრუნდა და პატრონს მის გაწერამდე ყოველდღე ელოდებოდა.
ოჯახმა ვერ გაარკვია როგორ ახერხებდა ბანკუკი სახლიდან გაპარვას, თუმცა სენტურკების ბინა კლინიკასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მას დიდი მანძილის გავლა არ სჭირდებოდა.
ძაღლი კლინიკიდან ქემალთან ერთად, მისი გაწერის შემდეგ წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
Loading…