in

ორწუთიანი დილის პრაქტიკა, რომელიც თქვენს დღეს უკეთესს გახდის

„დღეში დაახლოებით 1000 წუთი გვაქვს, აქედან მხოლო 2 წუთს თუ დავუთმობთ პოზიტივს, დანარჩენ 998 წუთსაც ლაღად გავატარებთ“

სტატია ეკუთვნის ნილ პასრიჩას, რომელიც წერს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: წარუმატებლობა; გამძლეობა; ნდობა; ბედნიერება. მისი წიგნები კი New York Times – ის ბესტსელერებია. ავტორი ერთ-ერთი წიგნის დაწერის ისტორიას მოგვითხორბს:

„2010-ანი წლების დასაწყისში წიგნი დავწერე თვით-დახმარების შესახებ. საოფისე საქმიანობის შესრულებიდან ტელევიზიაში გადავედი, სადაც ხშირად მომმართავდნენ ზედმეტსახელებით „გასაოცარი კაპიტანი“ და „ბედნიერი ბიჭი“. მალევე სპიკერი გავხდი და ვსაუბრობდი ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პოზიტიურობა, ბედნიერება და დაგეგმილი ცხოვრების წესი.

თუმცა ერთი პრობლემა მქონდა – ჩემი ცხოვრება დიდი არეულობა გახლდათ.

ჩემი წიგნი თავდაპირველად ჩამოვაყალიბე, როგორც ბლოგპოსტების სერია, რომელიც ქორწინებას, თვითმკვლელობასა და საუკეთესო მეგობრის დაკარგვას ეხებოდა. ახალ ბინაში გადავედი საცხოვრებლად და ცხოვრებაში პირველად, მარტო ვცხოვრობდი. მარტოობა ვიგრძენი, ქრონიკული უძილობა და შფოთვა დამეუფლა.

ჩემი ღრმა ემოციური პრობლემების გადაჭრა რთული შრომა იყო. აბების მიღება დავიწყე. სტრესის გამო 40 კილო დავიკელი და მთელი დღის განმავლობაში ვგრძნობდი თავისა და გულმკერდის ტკივილს. თვალების გარშემო სიშავის დასაფარად კი მაკიაჟის კეთება დავიწყე.

დრო ძილისთვი აღარ მქონდა და არც იმისთვის, რომ ამ პრობლემაზე მეფიქრა.

როი ბუმეისტერისა და ჯონ ტიერის წიგნები წავიკითხე ნებისყოფაზე. დავრწმუნდი, რომ ჩემი პრობლემა გადაწყვეტილებებისგან მიღებული დაღლილობა იყო, ჩემი დავალებების სია კი – ერთი მილის სიმაღლის. სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე, 4 x 6 ზომის ბარათებზე ვწერდი სიას: „რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება“; „რა უნდა გავაკეთო აუცილებლად“; „რა შეიძლება გავაკეთო“; და ა.შ.

ამ პრაქტიკამ „გაუთავებელი ნისლი“ დაანგრია და აღარ ვნერვიულობდი იმაზე, თუ რა იქნებოდა ჩემი შემდეგი ნაბიჯი. ეს პრაქტიკა ასევე მეხმარებოდა გიგანტური პრობლემების მარტივ ამოცანებად დაყოფაში. შემდეგ ჩემ თავს მივეცი დავალება დამეწერა მინიმუმ 500 სიტყვა და რედაქტორებისთვის გამეგზავნა წიგნის შეთავაზება. ჩემი არარსებული სავარჯიშო რეჟიმი კი 10-წუთიან გასეირნებად ვაქციე. პატარა ბარათების ახალი შეკვრა შევიძინე და სიამაყეს ვგრძობდი, როცა მალელვე მიწევდა მეყიდა ახალი შეკვრა.

პრაქტიკა მეხმარებოდა გადაწყვეტილებების მიღებისგან გამოწვეული სტრესის დამარცხებაში, მაგრამ მაინც ბევრს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაში არსებულ ნეგატივზე. რამდენიმე თვის შემდეგ საინტერესო კვლევას წავაწყდი.

რაში მდგომარეობს პრაქტიკის არსი

კველავაში წერდნენ იმაზე, თუ რატომ აღიქვამს ჩვენი გონება ნეგატიურ ინფორმაციას უფრო მწვავედ. რამდენიმე ათასი წლის ევოლუციური პროგრამირების შედეგია ის, რომ ჩვენი გონება ფანტასტიურად ეძებს პრობლემებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრობლემების მოსაგვარებლად კი საჭირო ხერხების მოძებნას ცდილობს.

სწორედ ამიტომ მადლიერებაზე ფიქრი დავიწყე. გადავწყვიტე ჩემ ბარათებზე დამეწერა „რის გამო ვარ მადლობელი“. ვამაყობდი ჩემი ახალი ჩვევებით, მაგრამ სტრესს მაინც ვგრძნობდი. ამრიგად, ჩემს ინდექს ბარათებს ერთი პუნქტი დავამატე – „გავატარებ“. მაგალითისთვის, „გავატარებ“ იმას, რომ ჩემმა პრეზენტაციამ კარგად არ ჩაიარა; „გავატარებ“ იმასაც, რომ ორი კვირის განმავლობაში არ დამირეკავს მშობლებთან და ამგვარად, ნაკლებს ვიფიქრებდი იმაზე, თუ რა არ გამომივიდა გეგმის მიხედვით“.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს, იმაზე თუ რამხელა შვება მოუტანა ამ მარტივმა დილის პრაქტიკამ. „დღეში დაახლოებით 1000 წუთი გვაქვს, აქედან მხოლო 2 წუთს თუ დავუთმობთ პოზიტივს, დანარჩენ 998 წუთსაც ლაღად გავატარებთ“ – წერს ავტორი. კვლევების თანახმად ეს ორწუთიანი დილის პრაქტიკა მასიურად აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

წყარო: HBR

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ არის მნიშვნელოვანი ქართული პროდუქტის ყიდვა – მოძრაობა Kar.ge

Elven Technologies – ქართული სტარტაპი, რომელიც მეხანძრის ცეცხლგაუმტარ ფორმაზე მუშაობს