in ,

თინეიჯერებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ოთხი პლანეტა აღმოაჩინეს

18 წლის ჯასმინ რაიტმა და 16 წლის კარტიკ პინგლმა უიშვიათესი, ჯეკპოტის მოგების მსგავსი რამ აღმოაჩინეს – ოთხი ახალი ეგზოპლანეტა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მზეს ჰგავს.

ამ აღმოჩენით ეს ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშა, მზის მსგავსი ვარსკვლავი ხდება, რომელიც ოთხ ან მეტ ტრანზიტულ ეგზოპლანეტას მასპინძლობს.

აღნიშნული კაშკაშა ვარსკვლავი ჩვენთვის კარგად ნაცნობ მზეს ზომითა და ტემპერატურით ჰგავს, თუმცა მზის სისტემისგან 200 სინათლის წლით არის დაშორებული.

„ძალიან აღელვებული და შოკირებული ვიყავი. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მიზანი… თუმცა მულტიპლანეტარული სისტემის სინამდვილეში აღმოჩენა და ამ გუნდის წევრად ყოფნა, ნამდვილად მაგარი იყო,“ – თქვა ჯასმინ რაიტმა.

ახალგაზრდა ასტრონომები თავიანთ აღმოჩენაზე კვირაში ოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ, რასაც ასტროფიზიკის ცენტრი აფინანსებს სტუდენტური კვლევის მენტორული პროგრამის ფარგლებში.

წყარო: forbes.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „გადაიღე“ – ყველაფერი, რაც შენი ბიზნესის სწორ მარკეტინგს გამოადგება

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა სია ცნობილია