in ,

რატომ არის მოზარდებისთვის გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანი

მოულოდნელი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ძილის სერიოზული პრობლემა ან მისი უკმარისობა მოზარდებში დეპრესიის გავრცელებული სიმპტომების მიზეზია. ადამიანების 92%-ს, რომლებიც დეპრესიას უჩივიან, ძილის პრობლემა აქვს.

2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ფეიტ ორქარდმა მოზარდთა დიდი ჯგუფის მონაცემები შეისწავლა, რომელთაც 15 წლიდან 24 წლამდე დროის მონაკვეთში აკვირდებოდნენ.

კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც 15 წლის ასაკში ცუდ ძილს უჩიოდნენ და დეპრესიას ან შფოთვას არ განიცდიდნენ ამ ასაკში, 17, 21 ან 24 წლის დადგომისას ეს საპირისპიროდ იცვლებოდა.

მართალია, კვლევა ტენდენციას ავლენს, თუმცა ის არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ყველას, ვისაც ინსომნია აწუხებს დეპრესია განუვითარდება.

არასაკმარისი ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მენტალური ჯანმრთელობის დასუსტებას, მოტივაციის დეფიციტს, გაზრდილ გაღიზიანებადობასა და დეპრესიის მაღალ რისკს იწვევს.

ძილსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კომპლექსურ კავშირს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ დეპრესიის მკურნალობის შემთხვევაშიც, ძილთან დაკავშირებული პრობლემები არ ქრება.

შესაბამისად, აუცილებელია უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ მოზარდებსა და მოზრდილებშიც ძილთან დაკავშირებულ ქრონიკულ პრობლემებს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩარევები მარტივი განსახორციელებელია და ხშირშემთხვევაში, წარმატებულიც კი.

49 კვლევის მეტაანალიზზე დაყრდნობით, ნათელი ხდება, რომ ცუდი ძილის პრობლემის მოგვარება დეპრესიის სიმპტომების პარალელურად, არამხოლოდ უკეთ ძილში ეხმარება ადამიანს, არამედ დეპრესიის სიმპტომებსაც ამცირებს.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოში 13 მარტიდან შემოვა

ცნობილი ბრენდების საუკეთესო ნამუშევრები TikTok-ზე