in

ინოვაციური ბალიში, რომელიც კომფორტულად ჩაძინებაში თავად გეხმარება

ალბათ, ყველას გვიოცნებია შუადღისას, ლოგინში ჩაწოლის გარეშე, მყუდრო, სასიამოვნო და ხშირად, საჭირო ჩათვლემაზე. როგორც აღმოჩნდა, ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შუადღის ჩათვლემა ადამიანს მეტად პროდუქტიულს ხდის. შესაბამისად, შუადღის ძილი უბრალო დროის კარგვა კი არ არის, არამედ აუცილებელი პირობაა დღის განმავლობაში სამუშაოს ხარისხიანი შესრულებისთვის. თუმცა, როგორ უნდა შევძლოთ სასურველ დროს ზედმეტი ძალდატანების გარეშე ჩაძინება?

„სირაქლემა“ ბალიში ასეთ დროს იდეალური გამოსავალია. ის სამსახურში, სახლში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას კომფორტულ ჩათვლემაში დაგეხმარებათ.

რა არის და როგორ მუშაობს „სირაქლემა“ ბალიში?

კომპანია „Ostrich Pillow“-ს ღრმად სწამს, რომ მსოფლიოს უფრო მეტი მოვლა სჭრდება. სწორედ ამიტომ მათ შექმნეს მსოფლიოში საუკეთესო საძილე ბალიში.

ეს არის აბრეშუმის ჭიის მსგავსი საძილე ბალიში, რომელიც თავსა და კისერს ეკვრის და სინათლის შეღწევას უშლის ხელს – ეს კი სრულ კომფორტს ქმნის, რაც გონების სწრაფად გათიშვასა და თვალის მოხუჭვაში გეხმარებათ.

„Ostrich Pillow“-ს ხელნაკეთი ბალიში მაღალი ხარისხის ვისკოზისა და ელასტომერისგან არის დამზადებული და მომავალი თაობის მიკრო მძივებით დაფარული. ეს ყოველივე ერთად კი მშვიდ ჩაძინებაში გეხმარებათ.

საძილე ბალიში ორწლიანი გარანტიით იყიდება, რომელსაც უფასო მიწოდების სერვისი და 100-დღიანი დაბრუნების პერიოდი აქვს.

წყარო: Futurism.com

მოამზადა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სუპერთასი 2021-ის საუკეთესო რეკლამები

#სტარტაპი „ნეონ გალერი“ – როგორ უნდა აანთო შენი ფიქრები ნეონურად