in

ზეპროდუქტიული ადამიანების წარმატების ოთხი მთავარი საიდუმლო

ზეპროდუქტიული ადამიანები – ეს ის კატეგორიაა, რომელთა მთავარი საზომი შესრულებული სამუშაოს რაოდენობა კი არა, მისი ხარისხია. სწორედ ეს არის მათი ცხოვრების აქსიომა.

თუმცა, ჯერ კიდევ კვლევის საგნად რჩება, რას აკეთებენ გასხვავებულად ან განსაკუთრებულად ზეპროდუქტიული ადამიანები და როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს.

სტატიიდან თქვენ გაეცნობით მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღწევის 4 უნივერსალურ გზას:

1. დაყავით თქვენი შეხვედრები

დაჯგუფების იდეა ელექტრონული ფოსტის შემოწმების ტექნიკიდან მოდის, რომლის იდეაც შეტყობინებების მხოლოდ კონკრეტულ დროში, დღეში ორჯერ ან სამჯერ შემოწმებაა.  

ეს სამუშაოზე უკეთესი კონცენტრირებისთვის აუცილებელი პირობაა, რომელსაც ზეპროდუქტიული ადამიანები მიმართავენ.

მსგავსი მიდგომა ასევე ეფექტური იქნება შეხვედრებისა თუ ზარების შემთხვევაშიც. ოჰაიოს უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც შეხვედრა მომდევნო 1-2 საათში გვენიშნება, ჩვენ 22%-ით ნაკლებ სამუშაოს ვასრულებთ, ვიდრე მაშინ, როცა შეხვედრა დაგეგმილი არ გვაქვს.

ამის მიზეზი კი არის გამუდმებული ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვთქვათ და როგორ მოვემზადოთ შეხვედრისთვის.

ამიტომ თქვენი განრიგის შესაბამისი წესები შექმენით. თუკი დილით გაცილებით უფრო აქტიურები ხართ, შეეცადეთ, ყველაზე რთული დავალებები სწორედ ამ დროისთვის გააკეთოთ („შეჭამე ბაყაყის“ პრინციპი)

2. მაუსის გამოყენებას მოერიდეთ

ამისთვის აუცილებელი კი კლავიატურაზე არსებული მოკლე ბრძანებების შესწავლაა. შესაბამისად,

რაც უფრო ხშრად, გამოიყენებთ კლავიატურას მაუსის მაგივრად მით მეტ დროს დაზოგავთ სამუშაოზე და გონებაც ნაკლებად გაგეფანტებათ.

3. უბიძგეთ საკუთარ თავს უკეთესი ქცევისკენ

დაფიქდით, რომელი ქცევების შეცვლა გსურთ საკუთარ თავში და როგორ შეგიძლიათ არსებული გარემო ისე შეცვალოთ, რომ მანაც ხელი შეგიწყოთ მიზნის მიღწევაში.

გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სამუშაოზე მაქსიმალურად მობილიზებულები იყოთ და ამაში თქვენ გარშემო არსებულმა მდგომარეობამაც შეგიწყოთ ხელი.

მეტი კითხვა თუკი გინდათ, ყველა ოთახში დადეთ წიგნი. არაჯანსაღი საჭმლის მიღების შეწყვეტა თუ გსურთ, დამალეთ ტკბილეული ვაშლების ქვეშ.

სოციალური მედიის მოხმარებაზეც იგივე მეთოდი მოქმედებს, უბრალოდ წაშალეთ ან გათიშეთ ისინი თქვენს სმარტფონებში.  

4. ნამუშევარი ხმამაღლა წაიკითხეთ

მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ, ყველანი მწერლები ვართ, ძირითადად, სწორედ ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით ვურთიერთობთ, ამიტომ ჩვენი წარმატებაც აზრებისა და ფიქრების სწორ ფორმულირებაზე არის დამოკიდებული.

შესაბამისად, ხმამაღლა წაკითხვა საკუთარი საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებაში დაგვეხმარება.

ის ასევე ნათლად დაგვანახებს არასასურველ სიტყვათა შეთანხმებებს, შეცდომებსა და უზუსტობებს, რომელთა აღმოჩენა და გამოსწორებაც ნაწერს გაცილებით უფრო მკაფიოს, ლაკონიურსა და ეფექტურს გახდის.

გაეცანით ვენიუს რჩევებს ჩვენს რუბრიკაში – სტატია როგორ მოვემზადოთ სამსახურის გასაუბრებისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
Hyundai-ის მოსიარულე მანქანა

Hyundai-მ ახალი თვითმართვადი მანქანა წარადგინა

#სტატისტიკა 2020 წლის ყველაზე პოპულარული პაროლები