იამაიკა მარიხუანას გარეშე რჩება, მიზეზად კი ქარიშხლების ბოლო სეზონზე ძლიერი წვიმები და გვალვა გახდა, შედეგად მცენარის მინდვრები განადგურდა.
AP-ის თანახმად, ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად ათობით ათასი დოლარი დაიკარგა.
ერთ-ერთი ფერმერი მარიხუანას ნაკლებობის მიზეზებად ამინდსა და COVID19-ის გამო გამოცხადებულ კომენდანტის საათს ასახელებს, რადგან ფერმერებს აღარ შეეძლოთ მოსავლის დახარისხება ღამის საათებში, რაც მცენარის კულტივაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კარიბის კუნძულებზე მარიხუანას უკმარისობის სხვა მიზეზი ბევრი ადამიანის მიერ ამ მცენარის მოსაწევად გამოყენებაა.
იამაიკის განჯის პლანტატორებისა და მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოლ ბურკის აზრით, იამაიკა მარიხუანას გარეშე ტურისტებისთვის შესაძლოა უინტერესო გახდეს, ვინაიდან მოგზაურები სამოგზაურო ვებ-საიტებზე მოსაწევის მოპოვების სირთულეების შესახებ იუწყებიან.
იამაიკის მთავრობის კანაფის სალიცენზიო ორგანო კი დეფიციტს უარყოფს.
წყარო: mixmag.net
იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები
Loading…