in ,

Google-მა სამუშაო მაგიდისთვის მომხმარებელს, შესაძლოა, ბნელი რეჟიმი შესთავაზოს

როგორი იქნება Google-ის სამუშაო მაგიდის ბნელი რეჟიმი?

რამდენიმე აპლიკაციამ, როგორებიცაა Twitter  და Facebook, მომხმარებელს უკვე შესთავაზა, ბნელი რეჟიმი დაეყენებინათ. Google-ის საძიებო გვერდებს რაც შეეხება, ისინი ჯერჯერობით, ისევ თეთრია. უცნობია, როდის შესთავაზებს Google მომხმარებელს ბნელ რეჟიმს. 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლისთვის გამოცდილების გაუმჯობესების ახალი გზები ვნახოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგვიძლია“

განაცხადა Google-მა The Verge-თან

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა Google-ის მომხმარებელი ბნელ რეჟიმს იხილავს. აქამდეც შეამჩნია რამდენიმე მომხმარებელმა, რომ Google-ს ეს ფუნქია დროებით ერთხელ უკვე ჰქონდა. 

თუკი თქვენ ბნელი რეჟიმის „გულშემატკივარი“ ხართ, გეცოდინებათ, რომ Twitter-მა აპლიკაციის ბნელი რეჟიმი კიდევ უფრო გაამუქა. Microsoft-ს რაც შეეხება, ის ჯერ ისევ მუშაობის პროცესშია.  

წყარო: theverge.com

იხილეთ ამბების კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
romance fraud

„ლოკდაუნის“ პირობებში სასიყვარულო თაღლითობები გახშირდა

TikTok ვალენტინობის დღისთვის ჯასტინ ბიბერის კონცერტს გამართავს