in ,

ახალი აუდიოაპლიკაცია Clubhouse – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

აუდიო აპლიკაციის Clubhouse ბეტა ვერსია ჯერჯერობით მხოლოდ მოწვევით შეგიძლიათ გაააქტიუროთ. საინტერესოა, რომ აპლიკაციის ექსკლუზიურობამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აპლიკაცია Clubhouse ორი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი: მოსაუბრეებსა და მსმენელებზე. მოსაუბრეთა სიაში შედიან Tesla-სა და Facebook-ის დამფუძნებლები, ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი. მათ შეუერთდებიან ცნობილი ინვესტორები ბენ ჰოროვიცი და მარკ ანდერსენი, რომლებმაც ინვესტიციის სახით მილიონობით დოლარი დააბანდეს Clubhouse -ის წარმატებისთვის.

არამხოლოდ ცნობილ ადამიანებს, არამედ ჩვეულებრივ მომხმარებელსაც ექნება შესაძლებლობა იყოს მოსაუბრე, თუმცა დიდი ალბათობით, მსმენელთა რიგების შევსებას ბევრი მეგობრისა და ოჯახის წევრის მიწვევა დასჭირდება.

აპლიკაცია მსმენელს ბევრს სასაუბრო ოთახს სთავაზობს, სადაც ნებისმიერ საკითხზე შეძლებთ ინფორმაციის მიღებას. მაგალითისთვის, უცხოენოვანი პრაქტიკა, მენეჯმენტი, რჩევები ინსტაგრამის მარკეტინგი, თერაპია და 24/7 მუსიკის სტრიმინგ სერვისი. 

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
Facebook-ის Smartwatch

ყველაფერი Facebook-ის ჭკვიან საათზე – ჭორი თუ რეალობა

როგორ განვიკურნოთ Covid19-ით გამოწვეული „მასობრივი ტრავმისგან“?