მიუხედავად იმისა, რომ Hulu-ს ორიგინალი ფილმების დიდი კოლექცია არ აქვს, გემოვნება ნამდვილად აქვს, რადგან სტრიმინგ სერვისის არქივში ფილმების არაჩვეულებრივი ჩამონათვალი გვხვდება. გთავაზობთ რვა საუკეთესო ფილმს, რომელიც დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს შეგიძლიათ, ნახოთ.
Happiest Season
თუ საშობაო ფილმების მოყვარული ხარ, Happiest Season შენთვის არის. კრისტენ სტიუარტი და მაკეზი დევისი მოსიყვარულე წყვილის როლს ასრულებენ და თავიანთ კონსერვატიულ ოჯახებში პრობლემებს აწყდებიან.
Palm Springs
ეს ფილმი სამეცნიერი-ფანტაზიური ფილმების კატეგორიიდან არის. კრისტენ მილოტი და ენდი სამბერგი ორი ერთმანეთსთვის უცნობი ადამიანის როლს ასრულებენ, რომლებიც ერთმანეთს ქორწილში ხვდებიან და მათი თავგადასავალი სწორედ იქ იწყება.
Run
სარა პოლსონისთვის 2020 ნამდვილად დატვირთული წელი იყო. არაერთ შესანიშნავ როლთან ერთად მან დაიან შერმანიც განასახიერა. ფილმი Run მარტოხელა დედაზე მოგვითხრობს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილს უვლის.
Bad Hair
ეს საშინელებათა ფილმია, რომლის სიუჟეტიც 1980-იან წლებში ვითარდება. ფილმი ერთდროულად არის ძალიან სასაცილო და ძალიან სევდიანიც. თუ მსგავსი ფილმების მოყვარული ხარ, ეს გასართობი ზღაპარი ძალიან მოგეწონება.
Big Time Adolescene
ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი პიტ დევიდსონია, რომელიც 16 წლის თინეიჯერის როლს ასრულებს. მათ, ვინც თინეიჯერული დრამების მოყვარულია, ეს ფილმი, წესით, ძალიან უნდა მოეწონოს.
Little Monsters
პოსტერიდანვე ცხადია, რომ ფილმი ზომბებზეა. ისინი მის კაროლინს დაჰყვებიან. მის კაროლინი სკოლის მასწავლებელია, რომლის მისიაც თავისი მოსწავლეების ურჩხულებისგან დაცვაა.
I am Greta
გრეტას დღესდღეობით ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დოკუმენტური ფილმის ყურება მის ცხოვრებაზე უკვე HBO Max-ის ეთერშიც შესაძლებელია. ფილმში აღწერილია ახალგაზრდა გოგონას ამბავი ასპერგერის სინდრომით. შვედი რეჟისორი, ნათან გროსმანი, მისი ცხოვრების ჯერ უნახავ და იშვიათ კადრებს გვთავაზობს.
Minding the Gap
დოკუმენტური ფილმების მოყვარულთათვის ეს ფილმიც არაჩვეულებრივი არჩევანია. ერთი შეხედვით, ეს სურათი სკეიტბორდის მოყავრულ ახალგაზრდაზეა, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ფილმი მეტად მნიშვნელოვან პრობლემებს ასახავს. ფილმში აღწერილია 21-ე საუკუნის ახალგაზრდების ცხოვრება, მათი ყოველდღიური პრობლემები და შინაგანი ტრავმა, რომელიც სისტემურ რასიზმსა და კლასიციზმს უკავშირდება.
Loading…