in ,

რეზიუმე, რომლითაც საოცნებო სამსახურში აგიყვანენ – რა უნდა იცოდე

დაფიქრებულხართ, რამდენ დროს ხარჯავს რეკრუიტერი შენი გაგზავნილი რეზიუმე რომ ნახოს? კვლევის თანახმად, დაახლოებით, 7 წამს.

ეს არის საშუალო დრო, რომელსაც დამსაქმებელი თითოეულ რეზიუმეს უთმობს.

შესაბამისად, თუკი აქტიურად ეძებ სასმსახურს ან მის შეცვლას ლამობ, მნიშვნელოვანია შენი რეზიუმე სხვებს შორის გამოირჩეოდეს.

გთავაზობთ რეკრუიტერების გამოცდილებაზე დამყარებულ, რამდენიმე აუცილებელ რჩევას, რომლებიც გამორჩეული რეზიუმეს შედგენაში დაგეხმარებათ.

აჯობე ჭკუით რობოტებს

ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურად იყენებენ ავტომატიზაციის ხერხს რეზიუმეების შემოწმებისას, ამიტომ სასურველია, ისეთი სიტყვები გამოიყენოთ და გამოყოთ, რომლებიც სამსახურის აღწერაში გხვდება.

აუცილებელია, ყურადღება მიაქციო კომპანიის როგორც ზოგად აღწერას, ისე კვალიფიკაციის, უნარებისა და გამოცდილების მოთხოვნებს და ეს საკვანძო სიტყვები რეზიუმეშიც თამამად გამოიყენო.

ასევე, უმჯობესია თავი შეიკავო არასტანდარტული ფორმატის მქონე რეზიუმის გაგზავნისგან, რადგან ხელოვნურ ინტელექტს მათი აღქმა შესაძლოა გაუჭირდეს.

პრაქტიკული რჩევა: თუკი საკუთარი კრეატიული მხარის წარმოჩენა გსურს, უკეთესია, ონლაინ პორტფოლიო დაურთო შენს რეზიუმეს, ლინკის სახით.

გამოაჩინე შენი უნარები

რეზიუმე უნდა აჩვენებდეს, თუ რატომ ხარ საუკეთესო კანდიდატი მოცემული სამსახურისთვის. ამიტომ, სასურველია სათაურისა და სახელის ქვეშ მოკლედ დაწერო, თუ რას სთავაზობ დამსაქმებელს, რა პროფესიის ხარ და რა სახის უნარებს ფლობ.

რეზიუმეს დასაწყისი პროგრესირებადი სექცია უნდა იყოს.

გამოკვეთე და გამოყავი შენი ძლიერი მხარეები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ყველაზე რელევანტურია მოცემული სამუშაოსთვის.

რეკომენდებულია, დისტანციური მუშაობის უნარებიც ახსენოთ, რადგან ეს დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

პრაქტიკული რჩევა: აუცილებლად მიუთითეთ ბიზენსპროგრამებისა და დისტანციური თანამშრომლობის საშუალებების ცოდნა, როგორებიცაა Microsoft Word and Excel, Salesforce, WordPress და Teams, Google Chat, Skype, Zoom.

სამუშაო გამოცდილება „მუშაობით“არ შეზღუდოთ

თუკი შენი ოფიციალური სამუშაო გამოცდილება არც თუ ისე დიდია, მაგრამ აკადემიურ სიცრცეში ბევრი ნაშრომი გაქვს შესრულებული და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა მიღებული, მაშინ უმჯობესია, შენი ეს გამოცდილება შესაბამისი სახელწოდებით სამუშაო აღწერაში გააერთიანო. ასევე აღნიშნე, რომ შენთვის ვადებში მუშაობა – დედლაინების შეხვედრა კომფორტულია.

პრაქტიკული რჩევა: ხაზი მხოლოდ იმ პროექტებს გაუსვი, რომლებიც სამუშაოსთვის რელევანტურია.

მიეცი რიცხვებს საუბრის საშუალება

ფაქტობრივი მონაცემები და წარმატების კონკრეტულ რიცხვებში გამოსახვა დამსაქმებელზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს. ამიტომ, სასურველია სერიოზულობით მოეკიდოთ თქვენი პროდუქტიულობისა და მიღწეული წარმატების რიცხვებში/პროცენტულად გამოსახვის შესაძებლობას და აქტიურად გამოიყენოთ ის.

პრაქტიკული რჩევა: გააგრძელეთ თქვენი მიღწევების რიცხვებში გამოსახვა და გამოთვლა დასაქმების შემდეგაც, რადგან ეს შესაძლოა, დაწინაურებაში დაგეხმაროთ.

შეინარჩუნე პერსონალურობა სამოტივაციო წერილებში

თუკი მკითხველის, ამ შემთხვევაში კი დამსაქმებლის, ყურადღების მიქცევა დასაწყისშივე გსურს, მიმართე მკითხველს შესაბამისი სახელწოდებით. სასურველია, წინასწარ მოიკვლიოთ და მოიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და დასაწყისშივე გამოიყენო ის.

დაფიქრდი, თუ რა აინტერესებს ყველაზე მეტად მკითხველს და რისი წაკითხვა სურს სამოტივაციო წერილში. ამისთვის კი აუცილებელია მაქსიმალურად ამომწურავად და სრულად მოიძიო ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

პრაქტიკული რჩევა: პიროვნული კონტაქტების დამყარება, მოძებვნა თუ დამსაქმებელი პირი ვინ არის და მასთან პირადად დაკავშირება შენს კანდიდატურასა და პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს და გააუმჯობესებს.

წყარო: hbr.org

იხილეთ ჩვენი სხვა რჩევები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რვა საუკეთესო ფილმი დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს სანახავად

ილონ მასკის 42 ათასი კოსმოსური თანამგზავრი – რეალური საფრთხეები