უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეზობელ პლანეტაზე ჩვენიანი გვყავს. NASA-ს ხანგრძლივმა შრომამ დაახლოებით 1 საათის წინ საუკუნოვანი შედეგი გამოიღო. ამ ფაქტმა, შესაძლოა, ჩვენი მომავალი ათწლეული ძირფესვიანად შეცვალოს და მარსიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია გაგვიზიაროს.
ექვსბორბლიანმა Perseverance-მა წინააღმდეგობრივი დაბრკოლებები წარმატებით გადალახა და წითელი პლანეტა სამუდამო საცხოვრებლად აირჩია. მის მოვალეობებში მარსის ზედაპირის შესწავლა შედის – Nasa-ს მოხეტიალე ქალბატონმა უნდა დაადგინოს, იქაურობა სიცოცხლისათვის რამდენად იქნება ხელსაყრელი. ასევე, უნდა შეაგროვოს ქვები, რომელთაც მარსის მომდევნო მისიას გამოსაკვლევად დედამიწაზე გამოატანს.
ჯერჯერობით, სანამ Perseverance-მა მეზობელ პლანეტაზე ჩასვლით მტვრის კორიანტელი დააყენა, მის კამერას დამცავი ფირი ჯერ კიდევ აკრავს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, NASA-ს მოხეტიალეს ტვიტერზე ავედევნოთ და ხვალიდან განსაკუთრებული ხარისხის ფოტოებსა და ვიდეოებს დაველოდოთ.
გაეცანით მასალას ამავე თემაზე: „საქართველოს მეორე გზავნილი“ მარსზე დღეს ღამით დაჯდება – სად ვუყუროთ
Loading…