in ,

მეცნიერებმა სიზმარში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის გზა იპოვეს

ძილი

მეცნიერებმა „ინტერაქტიული ძილის“ ფენომენი დაადგინეს, სადაც ადამიანები ღრმა ძილსა და ე.წ. „ნათელ ძილში“ არიან. მათ ინსტრუქციების მიყოლა, მარტივი კი-არა პასუხების გაცემა და ძირითადი მათემატიკური დავალებების შესრულებაც კი შეუძლიათ.

ძილის ფსიქოლოგიის შესახებ ბევრი რამ ჯერ ისევ საიდუმულოდ რჩება, თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) სტადიის ჩათვლით, სადაც ჩვეულებრივ, სიზმრები აღმოცენდება.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს სწრაფი ძილის ფაზაში ექსპერიმენტატორთან რეალურ დროში ურთიერთობა შეუძლიათ.“

კენ პალერი ფსიქოლოგი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან

მკვლევრები 36 ადამიანთან მუშაობდნენ ოთხ სხვადასხვა ლაბორატორიაში. ძილის ყველაზე ღრმა სტადიებისას მეცნიერები კვლევის მონაწილეებთან საუბრის, მოციმციმე შუქის და ფიზიკური შეხების მეშვეობით ურთიერთქმედებდნენ.

კვლევის მონაწილეები პასუხს წინასწარ შეთანხმებული თვალის ან სახის კუნთების მოძრაობით იძლეოდნენ. 57 ძილის სესიის განმავლობაში,  სულ მცირე ერთი სწორი პასუხი ფიქსირდებოდა სეანსების 47%-ში, სადაც „ნათელი ძილი“ მონაწილის მიერ იყო დადასტურებული.

„ინტერაქტიული ძილის განმეორებითი დაკვირვებები, ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ აღრიცხული, აჩვენებენ რომ სიზმრის ფენომენური და შემეცნებითი მახასიათებლების შესწავლა, რეალურ დროში არის შესაძლებელი“

ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები

წყარო: sciencealert.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Huawei კოტრდება და ღორის მეურნეობაში გადადის

„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით!“ – ფრაზა NASA-ს მოხეტიალემ მარსზე ჩაიტანა