NASA-ს მიერ მარსზე დასმული „Perseverance“ კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი, თუმცა ახლა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს ამბავს მოგიყვებით.
მას შემდეგ, რაც რაც NASA-მ გამოაცხადა, რომ მსურველების მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებდა, ქართველი ბლოგერი Giorgi Cyxymu Jakhaia სისტემაში დარეგისტრირდა და სახელის გრაფაში ABKHAZIA IS GEORGIA (აფხაზეთი საქართველოა), ხოლო მომდევნო ველში: WE WILL COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით) ჩაწერა.
ამ ამბის შესახებ ჯახაია საკუთარ ბლოგზე მოგვითხრობს.
ბილეთს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იხილეთ სტატიები ამავე თემაზე
Loading…