ლატვიაში თმის სტილისტები პროტესტის უჩვეულო გზას ირჩევენ. ისინი საკუთარ მომსახურებას კლიენტებს თოვლიან ტყეებში ან გაყინულ ტბებზე სთავაზობენ. ამით კი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
ლატვიაში თავის მოვლისა და სპა სალონები 21 დეკემბრიდან არის დაკეტილი. კონტაქტი გარე სივრცეში კი ორ ადამიანამდე არის შეზღუდული. შესაბამისად, სტილისტები მხოლოდ ერთ კლიენტს იღებენ.
„არ ვიცით, ეს გზა სავსებით კანონიერია თუ არა, მაგრამ უნდა ვცადოთ, სხვაგვარად შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს.“
ლატვიელი სტილისტი დაიანა სილინა
პარლამენტი ლატვიაში სალონების ამუშავების საკითხს პეტიციაზე 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ განიხილავს.
წყარო: france24.com
გაეცანით სხვა საინტერესო ამბებს
Loading…