in

#ქვიზი – როგორი მენეჯერი ხარ?

შეამოწმე, რამდენად კარგი მენეჯერი ხარ. როგორ მართავ კომპანიას ან პატარა ჯგუფს, რომლის მენეჯერობაც გევალება. ლიდერი ხარ თუ ბოსი. როგორ ექცევი თანამშრომლებს და რა შედეგებს აღწევ მათთან ერთად.

  • კითხვა -

    როგორ იწყება შენი დილა კომპანიაში?

    • დილას იწყებ გუნდთან შეხვედრით, ატარებ თათბირს და თანამშრომლებს აძლევ მოტივაციას, რომ მთელი დღე ნაყოფიერად იმუშაონ
    • დილას იწყებ ყვირილით, თანამშრომლებს უწოდებ უსაქმურებს და მოუწოდებ, თავიანთი საქმე შეასრულონ
    • დილას აგვიანებ სამსახურში, არ ეკონტაქტები თანამშრომლებს, მთელი დღე ჩაკეტილი ხარ ოთახში
  • კითხვა -

    როგორ იქცევი თათბირებზე?

    • თათბირებს საერთოდ არ ვატარებ, რა საჭიროა?
    • თათბირებზე თანამშრომლებს ვუსმენ, თუმცა მათ აზრს არ ვითვალისწინებ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს
    • თანამშრომლებს ვუსმენ, თუ საჭიროა, ვკამათობთ და მივდივართ ჭეშმარიტებამდე, მათ აზრს პატივს ვცემ
  • კითხვა -

    როგორი დამოკიდებულება აქვთ თანამშრომლებს შენ მიმართ?

    • არ ვიცი და არც მაინტერესებს, მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ!
    • ჩემი დანახვა შიშის ზარს სცემთ, ასეც უნდა იყოს!
    • პატივს მცემენ, რადგან გუნდური მოთამაშეები ვართ
  • კითხვა -

    როგორი დამოკიდებულება გაქვს თანამშრომლების მიმართ?

    • პატივს ვცემ და ყოველთვის ვცდილობ, თავი საჭირო ადამიანებად ვაგრძნობინო
    • გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ
    • ისე ვექცევი, როგორც დაიმსახურებენ
  • კითხვა -

    როგორ პასუხობ თანამშრომელს, რომელიც შვებულებას გთხოვს?

    • ვარკვევ, ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და სასიამოვნო დასვენებას ვუსურვებ
    • უკმაყოფილო სახით შევხედავ და დავიწუწუნებ, თუმცა მაინც მივცემ შვებულებაში გასვლის უფლებას
    • რამ დაგღალა? რა შვებულება მოგინდა ამ გაგანია მუშაობაში?!
  • კითხვა -

    როგორ იქცევი, თუ შეამჩნევ, რომ კარგი თანამშრომელი ისე აღარ მუშაობს, როგორც აქამდე?

    • ყველას თანდასწრებით მივცემ შენიშვნას, იქნებ ახლა მაინც გაანძრიოს ხელი და ამუშავდეს
    • ცალკე დაველაპარაკები, მიზეზს გავარკვევ და ვეცდები, მასთან ერთად აღმოვფხვრა პრობლემა
    • ცოტა ხანს ვუყურებ და თუ არ გამოსწორდა, სამსახურიდან გავუშვებ
  • კითხვა -

    როგორ თანამშრომელს აფასებ უფრო მეტად?

    • მორჩილს
    • ვინც დამატებით საათებს მუშაობს
    • მას, ვისაც შეუძლია ბევრი შრომა და ჯანსაღი კამათიც
  • კითხვა -

    ეხმარები თუ არა გუნდს საერთო საქმის შესრულებაში?

    • მითითებებს ვაძლევ და მერე ვამოწმებ, შეასრულეს თუ არა
    • მე თუ დავეხმარე, ეგ რა მუშაობაა
    • სტრატეგიას ერთობლივად განვსაზღვრავთ და თუ საჭიროებისამებრ ვმონაწილეობ უშუალოდ კონკრეტული საქმის შესრულებაში
  • კითხვა -

    რა სიტყვებით გაამხნევებდი გუნდს, როცა მნიშვნელოვანი საქმის დედლაინი ახლოვდება?

    • იჩქარეთ! დედლაინი ახლოვდება და საკმარისად არ შრომობთ, რომ შედეგს მიაღწიოთ!
    • ყველაფერი გამოგვივა! დედლაინამდე ცოტა დროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვაწრებთ!
    • ყველას გაკვირდებით და ვინც სწრაფად არ მუშაობთ, ხელფასიდან თანხა დაგექვითებათ!
  • კითხვა -

    უწყობთ თუ არა ხელს თანამშრომლებს, რომ კომპანიაში წარმატებას მიაღწიონ?

    • დიახ, მაქსიმალურად ვუწყობ ხელს, რომ თითოეული თანამშრომელი იყოს წარმატებული
    • მხოლოდ იმათ ვუწყობ ხელს, ვინც ბევრს შრომობს
    • კომპანიაში წარმატებული მხოლოდ მე უნდა ვიყო, რადგან მათი ხელმძღვანელი ვარ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მარსის პირველი ფოტო – არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა სააგენტომ დააფიქსირა

Facebook-ის Smartwatch

ყველაფერი Facebook-ის ჭკვიან საათზე – ჭორი თუ რეალობა