in

18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება. ამასთან ერთად, იხსნება ესთეტიკური მედიცინის ცენტრები – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

18 მაისიდან მოიხსნება ღია და დახურულ სივრცეში 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების შეზღუდვაც. მაგრამ ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ისევ, მაქსიმუმ, 3 ადამიანი შეძლებს გადაადგილებას.

რაც შეეხება სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობის პრინციპს, იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.

„სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების ძალიან დიდი სეგმენტია, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, მკაცრი სტანდარტების დაცვით, 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების [მუშაობის] აღდგენა. ეს იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები: ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ჩვენც, როგორც მომხმარებლები, ასევე პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
5G სრულიად უსაფრთხოა

5G სრულიად უსაფრთხოა – პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი

უცხო ენების შესწავლა ტვინის დაბერებას აფერხებს