in

საქართველოში Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება

საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონულ უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან

ფულბრაიტის პროგრამის ლოგო

საქართველოში Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება. პროგრამა აფართოვებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) საქმიანობას. ETA მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას.

ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს Fulbright-ის პროგრამის 2016 წლის თანამშრომლობის მემორანდუმის დამატებას.

საქართველოში Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება და აღსანიშნავია, რომ ETA-ს პროგრამას აქამდე აშშ-ის საელჩო საქართველოს უნივერსიტეტებთან პირდაპირი თანამშრომლობით ახორციელებდა. მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ ძალისხმევას, თანაბრად დააფინანსონ წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელი ასისტენტი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს.

Fulbright-ის თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც საქართველო ცდილობს, გააფართოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო გეგმის შემუშავების კუთხით, რეგიონულ უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობის გზით.

ამ რუბრიკის სხვა სტატიები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ყატარის ავიახაზები ასი ათას ექიმს ავიაბილეთით ასაჩუქრებს

ყველაფერი, რაც Miami Ad School Tbilisi-ის შესახებ უნდა იცოდე