სარეკლამო სააგენტო FCB მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრილანსერი კრეატივებისთვის ვაკანსიას აცხადებს. პროგრამა კრეატიულ სფეროში მოღვაწე არტისტებისთვისაა, რომლებიც კარანტინის პერიოდში სახლში დარჩნენ ან უბრალოდ, მუდმივი სამუშაო ადგილი არ აქვთ.
ვაკანსიის მიხედვით, კრეატიული სფეროს წარმომადგენლებმა ვიზუალური ნამუშევრები უნდა შექმნან, იმ კომპანიებისათვის, რომლებთანაც FCB თანამშრომლობს. მნიშვნელოვანია რომ სააგენტო არ ითხოვს წინასწარ გამოცდილებას ან საუნივერსიტეტო ხარისხს რომელიმე მიმართულებით. შესაბამისად, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო კომპანიის თანამშრომელი გახდეს.
პროგრამას შესაბამისი სახელიც და იდეაც აქვს – Never finished. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კერი ჰილის თქმით, პროგრამაში მონაწილეობა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს სახლიდან ვიზუალური ნამუშევრები შექმნას.
პროგრამის ფარგლებში კომპანია არტისტებს შემდეგი მიმართულებით ეძებს: ანიმატორები, ვიდეო-ედითორები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, დეველოპერები და კონტენტის შემქმნელები.
არჩეული მონაწილეები 3-თვიან პროგრამაში მოხვდებიან, სამუშაო პროცესი კი 15 ივნისიდან დაიწყება. მონაწილეების მსურველებმა მითითებულ მეილზე: [email protected] უნდა გაგზავნონ რეზიუმე ან პორტფოლიო და ასევე, უპასუხონ შემდეგ კითხვებს: რატომ ფიქრობთ, რომ კრეატივში მნიშვნელოვანია, რომ ის „არასდროს დასრულდეს“? (When it comes to creativity, why do you feel it’s important to remain “never finished”?)
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო თარიღი 5 ივნისია.
Loading…